გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრნენ ორგანიზაციის “ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“ (IWA) წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. სტუმრობის ფარგლებში მათ მოისმინეს პრეზენტაცია ელიავას ინსტიტუტის გამოცდილებასა და აქტივობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილში, სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის მუზეუმი და ბიბლიოთეკა, ასევე მოინახულეს ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი.