03 ოქტ 2019

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული – მეორე საზაფხულო სკოლა

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ამა წლის 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა რიგით მეორე საზაფხულო სკოლა,  რომლის თემა იყო ფაგის გენომის და ბაქტერიოფაგების კვლევის მეთოდების შესწავლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის (იაპონია, გერმანია, აშშ, ინდოეთი, რუსეთი, ინგლისი, კორეა, ტაილანდი, ისრაელი, ყაზახეთი, ალჟირი, თურქეთი, ჰოლანდია, საქართველო, ავსტრალია, ნიგერია და კოლუმბია ) 33 წარმომადგენელმა.  მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც გამოცდილი მეცნიერები, ასევე სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკოლის პროგრამა დაყოფილი იყო 2 ნაწილად.   სკოლა მოიცავდა ლექციების კურსს ფაგების სხვადასხვა მიზნით გამოყენების, ფაგის გენომის სიქვენსის, CRSPR-Cas სისტემების შესახებ, ასევე, ბაქტერიოფაგის აღმოჩენის ისტორიის, მათი ეკოლოგიისა და  თერაპიული გამოყენების შესახებ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს ბაქტერიოფაგის გენომის ანოტაციის,  ფაგების გამოყოფისა და შესწავლის მიზნით. მეცადინეობები ჩაატარეს როგორც    უცხოელმა  და ქართველმა გამოცდილმა მეცნიერებმა, ისე ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ახალგაზრდა სპეციალისტებმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება