04 მარ 2020

ელიავას ინსტიტუტის ორგანიზებით გამწვანების სამუშაოები ჩატარდა

გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 1930-ანი წლებიდან მდებარეობს ქ.თბილისში, ქალაქის ცენტრში, გოთუას ქუჩაზე. მის ტერიტორიაზე არსებული ბაღი, რომელიც გამოჩენილი ქართველი ლანდშტაფის დიზაინერის მიხეილ მამულაშვილის მიერ არის დაპროექტებული, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ინსტიტუტისთვის.

რამოდენიმე თვის წინ, ქალაქის მერიის დიდი დახმარებით, შეფასდა და მოიჭრა დაავადებული, მრავალწლიანი ფიჭვები. ამა წლის 3 მარტს, ინსტიტუტის თანამშრომლების ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით, მოხდა ახალი მწვანე ნარგავების შეძენა და დარგვა (სულ 200 ხე და ბუჩქი). ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში მონაწილეობა მიიღეს „ელიავას კონსორციუმში“ არსებულმა კომპანიებმაც.

ამ კეთილი საქმის ყველა მონაწილე სრულად იზიარებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოს გამწვანების, როგორც სასიცოცხლო ინვესტიციის აუცილებლობას ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის.