04 აპრ 2019

“პაციენტი შესაძლოა სრულად განიკურნოს ასთმური შეტევებისგან” – რა უნიკალურ მედიკამენტზე მუშაობენ ქართველი სპეციალისტები

სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა, ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის არე­ში, ხვე­ლა ან სტვე­ნი­თი სუნ­თქვა – ასე­თია სიმპტო­მე­ბი, რომ­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბაც ას­თმით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე უწევთ. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, და­ა­ვა­დე­ბის ამ­გვარ წნეხს სა­კუ­თარ თავ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 340 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის.

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ოთხი­დან ერთ ბავ­შვს ას­თმუ­რი შე­ტე­ვე­ბი ან ას­თმის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა, ას­თმას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­საძ­ლოა, დას­რულ­დეს თუ მკურ­ნა­ლო­ბის ის ახა­ლი მე­თო­დი გა­ა­მარ­თლებს, რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­შიც ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­დან.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ბერ­ძნე­თი­დან, ინ­გლი­სი­დან, ბელ­გი­ი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან და პო­ლო­ნე­თი­დან, ორ ქარ­თულ ჯგუფ­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნის ზედა სა­სუნ­თქ გზებ­ში მიკ­რო­ბუ­ლი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას მას­ში ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის შეყ­ვა­ნის გზით ცდი­ლო­ბენ. რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბა ეს ას­თმით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ნინა ჭა­ნიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

– რო­გორც გა­ირ­კვა, ას­თმის მქო­ნე ბავ­შვებ­ში მიკ­რო­ბუ­ლი ბა­ლან­სი დარ­ღვე­უ­ლია. ეს დარ­ღვე­ვა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამ ბავ­შვებს აკ­ლი­ათ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ეკო­ლო­გი­ურ ნი­შა­ში. ჩვენ გვინ­და, რომ გა­მოვ­ყოთ ეს ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი და შემ­დეგ ისი­ნი ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ვიყ­ვა­ნოთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ზედა სა­სუნ­თქ გზებ­ში.

ას­თმის გა­მომ­წვევ ერთ-ერთ მი­ზე­ზად შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ ის, რომ სა­სუნ­თქ გზებ­ში დარ­ღვე­უ­ლია ბა­ლან­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვგო­ნია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­ვად­გი­ნოთ ეს ბა­ლან­სი და ბა­ლან­სის აღ­დგე­ნის შე­დე­გად, რა თქმა უნდა, ას­თმუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი შემ­ცირ­დე­ბა ან მთლი­ა­ნად აღ­მო­ი­ფხვრე­ბა“ – აღ­ნიშ­ნა ნინა ჭა­ნიშ­ვილ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზის დამ­ტკი­ცე­ბას, რო­მე­ლიც იმუ­ნო­ლო­გე­ბის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს და მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 4 წლის გან­მავ­ლობ­ში შე­ეც­დე­ბი­ან. თუმ­ცა, ვიდ­რე სა­ბო­ლოო მე­დი­კა­მენ­ტი დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს, სა­სინ­ჯა­რე და კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბის გავ­ლა მო­უ­წევს.

„პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­ვის­წავ­ლოთ ეს ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი, მათი გე­ნე­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი, შემ­დეგ უნდა გა­მოვ­ცა­დოთ ეს ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი ქსო­ვი­ლო­ვან კულ­ტუ­რა­ზე – ეს არის ე.წ ინ­ვიტ­რო ანუ სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ცდე­ბი. თუ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი გა­მოს­წორ­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­და­ვი­დეთ კლი­ნი­კურ გა­მოც­დებ­ზე.

კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის­თვის, რა თქმა უნდა, მსურ­ვე­ლე­ბი უნდა მო­ი­ძებ­ნონ, უნდა შედ­გეს ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი და ასე­ვე სა­კონ­ტრო­ლო ჯგუ­ფი, რომ შე­ვა­და­როთ სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გე­ბი. ჩვენ გვგო­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა, სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთელ­დეს და ას­თმუ­რი შე­ტე­ვე­ბი აღარ ჰქონ­დეს“ – აღ­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტმა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჰი­პო­თე­ზამ ყვე­ლა შე­საძ­ლო შე­მოწ­მე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და მე­დი­კა­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის ეტა­პამ­დე მი­ვი­და, ის სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ინ­ჰა­ლა­ტო­რის ან სპრე­ის სა­ხით იქ­ნე­ბა მი­წო­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რაში მდგო­მა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მის უნი­კა­ლუ­რო­ბა, თუ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზეც კი უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლია.

“პირ­ველ რიგ­ში სი­ახ­ლე ის არის, რომ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა ვიხ­მა­როთ, ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ეკო­ლო­გი­უ­რი ნი­შის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა. ორი­გი­ნა­ლო­ბა კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ჩვენ ვი­ყე­ნებთ იმას, რაც ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს და ვაბ­რუ­ნებთ უკან ბუ­ნე­ბა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. ანუ ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მაა.

ჩვენ არ მო­ვიხ­მართ არც ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს და არც ჰორ­მო­ნა­ლურ პრე­პა­რა­ტებს და სწო­რედ ამით არის ჩვე­ნი მიდ­გო­მა უკე­თე­სი და ამით არის უნი­კა­ლუ­რი, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბულ ბუ­ნებ­რივ ელე­მენ­ტებს, ისევ და­ვაბ­რუ­ნებთ უკვე გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იმ ეკო­ლო­გი­ურ ნი­შა­ში, სა­დაც მისი ნაკ­ლე­ბო­ბაა“ – გან­მარ­ტა ნინა ჭა­ნიშ­ვილ­მა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა და მათ აღარ მო­უ­წევთ იმ ში­შის ქვეშ ცხოვ­რე­ბა, რა­საც ას­თმუ­რი შე­ტე­ვა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ჰქვია.

 

Source: https://www.ambebi.ge/article/233032-pacienti-shesazloa-srulad-ganikurnos-astmuri-shetevebisgan-ra-unikalur-medikamentze-mushaoben-kartveli-specialistebi/

კომენტარის დატოვება