06 ივნ 2019

პრეზიდენტი ,,ბაქტერიოფაგს“ და ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ელიავას სახელობის კვლევით ინსტიტუტ ,,ბაქტერიოფაგს“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა.
​პრეზიდენტმა ,,ბაქტერიოფაგში“ ფაგოთერაპიის ცენტრი, სასწავლო ლაბორატორიები, მუზეუმი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. სალომე ზურაბიშვილი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში სტუდენტების სწავლების მეთოდებს, სასწავლო გაცვლით პროგრამებსა და სამომავლო დასაქმების სქემას გაეცნო და სიმულაციის ოთახი, ბიბლიოთეკა, კოლეჯი და უნივერსიტეტის სტუდენტების სალექციო აუდიტორიები დაათვალიერა.

 

წყარო: https://www.president.gov.ge/geo/pressamsakhuri/siakhleebi/prezidenti-,,baqteriofags-da-tvildianis-sakhelobis.aspx?fbclid=IwAR3aq7VAZxaxNY6YBfp3H_sQqc1MN2tOUdAViF2V2bxmz9tQ23WnvP1967s

კომენტარის დატოვება