08 იან 2019

ტაჯიკეთის ეროვნული უნივერსიტეტის, ბიოტექნოლოგიის ცენტრის დირექტორის, ხურშედა ბობოჯანოვას ვიზიტი გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, 17-21 დეკემბერი, 2018

საერთაშორისო თანამშრომლობისა და განათლების ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის CPEA-LT-2016/10095 – „კვლევაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების ქსელი ფუნდამენტურ და გამოყენებით მიკრობიოლოგიაში” ფარგლებში, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, სტუმრად იმყოფებოდა ტაჯიკეთის ეროვნული უნივერსიტეტის, ბიოტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი, ხურშედა ბობოჯანოვა. ხურშედა ბობოჯანოვამ ელიავას ინსტიტუტის თანამშრომლებს გააცნო ინფორმაცია ბიოტექნოლოგიის ცენტრის აქტივობების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ელიავას ინსტიტუტსა და ტაჯიკეთის ეროვნული უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება.

კომენტარის დატოვება