გ.ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის „ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის“ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრი – “დი­აგ­ნო­ზი 90” 1990 წელს და­არ­სდა და დღემ­დე უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი დე­ვი­ზი იყო და არის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, დრო­უ­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი, ეფექ­ტუ­რი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა. ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტრის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბამ და მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ კმა­ყო­ფი­ლი და ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდა გა­ნა­პი­რო­ბა. დღეს ცენ­ტრი მომ­სა­ხუ­რე­ბის არე­ალს აფარ­თო­ებს და ფი­ლი­ალს რუს­თავ­ში ხსნის. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრში სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის და ექი­მის მიერ მი­ცე­მუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებს ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ელი­ა­ვას სახ. ავ­ტო­რი­ზე­ბულ აფ­თი­აქ­ში შე­უძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნონ ელი­ა­ვას სახ. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პიო, ინ­ტეს­ტი, ფერ­სი­სი, სეს, ენკო და სტა­ფი­ლო­კო­კუ­რი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი. ავ­ტო­რი­ზე­ბულ აფ­თი­აქ­ში, ექი­მის რე­ცეპტ­ზე დაყ­რდნო­ბით მზად­დე­ბა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის რბი­ლი სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მე­ბიც: მა­ლა­მო და სან­თლე­ბი (სუ­პო­ზი­ტო­რი­ე­ბი). აფ­თი­აქ­ში, ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, პა­ცი­ენ­ტის­თვის მორ­გე­ბუ­ლი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბაც. ყვე­ლა ფა­გურ პრო­დუქტზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ დამ­ზა­დე­ბუ­ლია ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე, რაც მის ხა­რისხსა და სან­დო­ო­ბას ხაზს უს­ვამს. გარ­და ამი­სა, აფ­თი­აქ­ში სხვა, ნე­ბის­მი­ე­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მზარ­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გამო, ამი­ე­რი­დან ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტში შექ­მნი­ლი ექ­ვსი ფა­გუ­რი თხი­ე­რი პრე­პა­რა­ტის, მა­ლა­მო­ე­ბი­სა და სან­თლე­ბის შე­ძე­ნა უკვე რუს­თავ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრის “დი­აგ­ნო­ზი 90-ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, აკა­დე­მი­კო­სი ინგა გი­ორ­გა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა. – მოგ­ვი­ყე­ვით დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნის ის­ტო­რია. რო­გორ და­ი­წყეთ? ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტში 1966 წლი­დან ვმუ­შა­ობ­დი, მეც­ნი­ერ–თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­დან და­ვი­წყე და ვირუ­სო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლიც ვი­ყა­ვი. 1990–იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რე­ბიც მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­სა­ვა­ლი მე­პო­ვა და ჩემს შვილ­თან, მი­ში­კო მეგ­რე­ლიშ­ვილ­თან ერ­თად და­მე­არ­სე­ბი­ნა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრი. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კვლე­ვე­ბი და ფა­გურ პრე­პა­რა­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ. ეს იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად შე­მო­იჭ­რა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბამ ემ­პი­რი­უ­ლად, კვლე­ვე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო. მა­ლე­ვე აღ­მოჩ­ნდა, რომ ჭარ­ბად და უკონ­ტრო­ლოდ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა უამ­რავ გარ­თუ­ლე­ბას, გვერ­დით მოვ­ლე­ნა­სა და რე­ზის­ტენ­ტო­ბა­საც იწ­ვევ­და. სწო­რედ ამ დროს მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უფრო აქ­ტი­უ­რად გვე­მუ­შა­ვა ისეთ ბი­ო­ლო­გი­ურ პრე­პა­რა­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მძი­მე, გვერ­დით ეფექ­ტებს არ გა­მო­იწ­ვევ­და და მხო­ლოდ მიზ­ნობ­რი­ვად იმოქ­მე­დებ­და. – რო­მე­ლი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი პრე­პა­რა­ტი? – ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, პრე­პა­რატ „ინ­ტერ­ფე­რონ­თან“ კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ფა­გე­ბი გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. ასე­თი კომ­ბი­ნა­ცია ორი­ვე პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდას შე­უ­წყობ­და ხელს. ჩვენ მიერ მი­ღე­ბულ ნა­ერ­თს სან­თლე­ბი­სა და მა­ლა­მო­ე­ბის სახე მი­ვე­ცით. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ჩვენ მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ჩემს პარტნი­ო­რებ­თან, ნანა თო­ფუ­რი­ა­სა და ლია ტყე­მა­ლა­ძეს­თან ერ­თად, სა­მეც­ნი­ე­რო გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა დამ­წვრო­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის დროს გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ეფექ­ტუ­რი მა­ლა­მო შეგ­ვექ­მნა. 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუტ­თან ერ­თად ახა­ლი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი: ფერ­სი­სი, სეს და ენკო – ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი შევ­ქმე­ნით. – რა მომ­სა­ხუ­რე­ბებს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრი? – ჩვენ­თან მრა­ვალ­მხრი­ვი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა, კერ­ძოდ: კლი­ნი­კუ­რი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი, იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი, სე­რო­ლო­გი­უ­რი, მო­ლე­კუ­ლუ­რი ანა­ლი­ზე­ბი. პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად სხვა­დას­ხვა კვლე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრში ყვე­ლა შე­საძ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გვყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცენ­ტრი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტის­თვის კლა­სი­კუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის მე­თო­დებ­საც ვი­ყე­ნებთ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიკ­როს­კო­პუ­ლი კვლე­ვე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ის ნი­უ­ან­სე­ბი, რა­საც ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი მან­ქა­ნა ვერ იჭერს. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ამ პრო­ცესს მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. უკა­ნას­კნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ვი­წყეთ კო­ვიდ 19-ის PCR (პჯრ) ტეს­ტი­რე­ბა. ჩვენ­თან, კო­ვიდ 19-ის ტეს­ტი­რე­ბის სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი – ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის და პჯრ კვლე­ვა. პა­ცი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ ანა­ლი­ზე­ბის სრულ სპექტრს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო გა­იდ­ლა­ი­ნით არის მო­წო­დე­ბუ­ლი. – მოგ­ვი­ყე­ვით ზო­გა­დად ფა­გებ­ზე, რით არი­ან ეს ვირუ­სე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი და რა­ტომ არის მათი გა­მო­ყე­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? – ზო­გა­დად, ფა­გე­ბი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ინიშ­ნე­ბა. ფაგი არ არის პა­ნა­ცეა, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. ჩვენ მას გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევთ მა­შინ, რო­დე­საც უკუჩ­ვე­ნე­ბაა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ან მისი მოქ­მე­დე­ბა არ არის ეფექ­ტუ­რი. ფა­გე­ბი ადა­მი­ა­ნის სხვა­დას­ხვა სა­სი­ცო­ცხლო სის­ტე­მის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, მინ­და, გა­მოვ­ყო ჩვენს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრში გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნი­სას, გი­ნე­კო­ლო­გე­ბი აქ­ტი­უ­რად ნიშ­ნა­ვენ აღ­ნიშ­ნულ კომ­ბი­ნი­რე­ბულ პრე­პა­რა­ტებს – ფა­გე­ბის შემ­ცველ სან­თლებს (სუ­პო­ზი­ტო­რი­ებს). უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ფა­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უსაფრ­თხოა რო­გორც ორ­სუ­ლო­ბის დროს, ისე ახალ­შო­ბი­ლე­ბის­თვის. ეს ფა­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის 100 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ასე­ვე კარ­გი ეფექ­ტი გვაქვს პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი­სა და დამ­წვრო­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას.     – ფა­გე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის დროს ინიშ­ნე­ბა? – უპირ­ვე­ლე­სად, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­მელ მიკ­რობ­თან გვაქვს საქ­მე. არის მიკ­რო­ბე­ბი, რო­მელ­თა ამო­თეს­ვი­სას ფა­გო­თე­რა­პია, რო­გორც მო­ნო­თე­რა­პია, სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია. თუმ­ცა, მა­გა­ლი­თად, სტრეპ­ტო­კო­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს ფა­გებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სით ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის და­ნიშ­ვნის რე­კო­მენ­და­ცი­ას ვიძ­ლე­ვით. ზო­გა­დად, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­დეგს მკურ­ნა­ლო­ბის დროს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­ღებთ, რაც მათ მი­ნუ­სად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. თუმ­ცა, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფა­გე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ და ისი­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო­ნი არი­ან. – რო­დის ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა? – რო­გორც იცით, მზა სა­ხით ჩვენ ექ­ვსი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტი გვაქვს. თუმ­ცა თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად დად­გინ­და, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რია – და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი რე­ზის­ტენ­ტუ­ლია (მდგრა­დია) არ­სე­ბუ­ლი ექ­ვსი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტის მი­მართ, დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტის დამ­ზა­დე­ბის სა­კი­თხი, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბა ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია. ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათი მი­ღე­ბა ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა. ექი­მი ანამ­ნე­ზის შეგ­რო­ვე­ბის და სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის პი­რო­ბებ­ში პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მის ფაგს ურ­ჩევს და ადექ­ვა­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას უნიშ­ნავს. პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას ელი­ა­ვას კონ­სორ­ცი­უმ­ში არ­სე­ბუ­ლი – ფა­გო­თე­რა­პი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი წარ­მარ­თავს. აქვე გე­ტყვით, რომ ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბობს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტურ შე­დე­გებს ეფუძ­ნე­ბა. ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა და დო­ზე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვით, ასე­ვე, მისი ხან­გრძლი­ვო­ბით და სირ­თუ­ლით. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ფა­გურ პრე­პა­რა­ტებს, პა­ცი­ენ­ტის გარ­და მის ოჯა­ხის წევ­რებ­საც ვუ­ნიშ­ნავთ (მაგ. სალ­მო­ნე­ლო­ზი). ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით ენიშ­ნე­ბათ უმე­ტე­სად „ენკო ფაგი“ ან „ინ­ტეს­ტი ფაგი“. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზღვა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ხში­რია ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბი. კვლე­ვებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ ხში­რია მე­ო­რა­დი – ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი, ასეთ დრო­საც ფაგს ვნიშ­ნავთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით. – ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ში რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობთ? ჩვენ­თან ცალ­კე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ლა­ბო­რა­ტო­რია ცხო­ვე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის. უკვე წლე­ბია, ზო­ო­პარკსა და სხვა­დას­ხვა ვე­ტე­რი­ნა­რულ ცენ­ტრთან წარ­მა­ტე­ბით ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ვიკ­ვლევთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის თევზს. ასე­ვე, ვიკ­ვლევთ წყალს და ვად­გენთ მისი და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რისხს. უახ­ლო­ეს ხან­ში ვგეგ­მავთ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის მი­ზე­ზის და ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრა­საც, რაც დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად გვევ­ლი­ნე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში Covid -19–ით გა­მოწ­ვე­ულ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა, თუმ­ცა ჩვე­ნი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს, ავი­თა­რებს სხვა­დას­ხვა ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ხსნის ახალ ფი­ლი­ა­ლებს და და­უ­ღა­ლა­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე უცხო­ელ პა­ცი­ენ­ტებს.     წყარო : https://www.ambebi.ge/article/254634-g-eliavas-saxelobis-sadiagnostiko-centrisa-daa/?fbclid=IwAR2LE5jqp9ckBDOhFex5K3YXBbO0LZW5VZu26Kdy_kae_evmjAqD6JOQD_o