ზაფხულის სკოლა 2018

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით 2018 წლის 16 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა საზაფხულო სკოლა, რომლის თემა იყო ფაგის გენომის და ბაქტერიოფაგების კვლევიმეთოდების შესწავლა. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც გამოცდილი მეცნიერები, ასევე სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტიდან, სასწავლო კვლევითი ინსტიტუტებიდან და კერძო კომპანიებიდან. სკოლის პროგრამა დაყოფილი იყო 3 მოდულად.

I ოდული (16 – 21 ივლისი, 2018) ფაგების გენომის სიქვენსის ანოტაცია – ჩაატარა ცნობილმა კანადელმა მეცნიერმა ენდრიუ კროპინსკიმ, რომელსაც ეხმარებოდნენ ელიავას ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები.

II – III მოდული (23 ივლისი – 4 აგვისტო, 2018)მოიცავდა 3 სალექციო კურსს და პრაქტიკულ მეცადინეობებს ბაქტერიოფაგის გამოყოფის, დახასიათებისა და დეტალური შესწავლის კუთხით. პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებდნენ ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციებს კითხულობდნენ  ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლები :

ბაქტერიოფაგების კვლევა: ძირითადი აღმოჩენები და ფაგების გამოყენება სხვადასხვა სფეროში – ნინო ჭანიშვილი

ფაგების ეკოლოგია – მარინე თედიაშვილი

გამოცდილება ფაგოთერაპიაში – მზია ქუთათელაძე

Share This Course