ზაფხულის სკოლა 2019

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით 2019 წლის 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა რიგით მეორე საზაფხულო სკოლა, რომლის თემა იყო ფაგის გენომის და ბაქტერიოფაგების კვლევის მეთოდების შესწავლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის (ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინდოეთი, იორდანია, ისრაელი, კოლუმბია, ესპანეთი, საფრანგეთი, ტაილანდი, კორეა, თურქეთი, ჩინეთი, ნიგერია, იაპონია, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, ალჟირი, საქართველო) 33 წარმომადგენელმა. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც გამოცდილი მეცნიერები, ასევე სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან.

სკოლის პროგრამა დაყოფილი იყო 2 ნაწილად. სკოლა მოიცავდა ლექციების კურსს ფაგების სხვადასხვა მიზნით გამოყენების, ფაგის გენომის სიქვენსის, CRSPR-Cas სისტემების შესახებ, ასევე, ბაქტერიოფაგის აღმოჩენის ისტორიის, მათი ეკოლოგიისა და თერაპიული გამოყენების შესახებ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს ბაქტერიოფაგის გენომის ანოტაციის, ფაგების გამოყოფისა და შესწავლის მიზნით. მეცადინეობები ჩაატარეს როგორც უცხოელმა და ქართველმა გამოცდილმა მეცნიერებმა, ისე ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ახალგაზრდა სპეციალისტებმა.

Share This Course