ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებებია სამეცნიერო კვლევები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისათვის. ლაბორატორია ძირითადად სწავლობს ვირუსული, ბაქტერიული და შერეული ინფექციების დროს ჰუმორულ იმუნურ სტატუსს და იმუნოგლობულინებს (IgA,IgG,IgM).
ლაბორატორიის კვლევის ერთერთი მიმართულებაა ჰერპეს-ვირუსების ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის სხვა, არა-ვირუსული ეტიოლოგიის აგენტებთან ურთიერთქმედების კორელაციური ანალიზი.
კვლევის საგანია ასევე თერაპიული ბაქტერიოფაგების გამოყენების შედეგად ორგანიზმში მიმდინარე იმუნური რეაქციები; იმუნური პასუხის არა-სპეფიციური და სპეციფიური ინდიკატორები.
ლაბორატორია მუშაობს თერაპიული და პროფილაქტიკური იმუნო-ბიოლოგიური პრეპარატების შექმნაზე.
Sergo Rigvava, PhD – Head of the Laboratory ელ-ფოსტა: (s.rigvava@pha.ge)
Nana Topuria, PhD – Leading scientist ელ-ფოსტა: (n.topuria@pha.ge)
Dali Gogiashvili, PhD – Senior scientist ელ-ფოსტა: (d.gogiashvili@pha.ge)
Helen Akhalaia, PhD – Junior scientist
Nana Sabauri – Senior lab technician
Lia Gubeladze – Lab technician