კვლევისა და განვითარების ლაბორატორია 2010 წელს საწარმოო მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიოფაგების ყოფილი ლაბორატორიის ბაზაზე იქნა შექმნილი. მისი კვლევის მთავარი მიმართულებებია: სხვადასხვა აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და შესწავლა. ენდემური კვების პროდუქტებიდან რძემჟავა ბაქტერიების გამოყოფა და მათი ბიოტექნოლოგიური ღირებულების შეფასება. ლაბორატორია ფლობს ბაქტერიოფაგებისა და მათი პატრონი ბაქტერიების ვრცელ და კარგად დახასიათებულ კოლექციას, რომელიც აგრეთვე მოიცავს ბაქტერიულ კულტურებსაც, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გამოვიყენოთ რძის პროდუქტების დედოების კონსტრუირებისათვის.
ნინა ჭანიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლაბორატორიის გამგე ელ-ფოსტა: (nina.chanishvili@pha.ge)
გულნარა ნატროშვილი – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ელ-ფოსტა: (gulnara.natroshvili@pha.ge)
ხათუნა მაკალათია – მაგისტრი, დოქტორანტი, უფროსი ლაბორანტი ელ-ფოსტა: (khatuna.makalatia@pha.ge)
ელენე კაკაბაძე – მაგისტრი, დოქტორანტი, ლაბორანტი ელ-ფოსტა: (elene.kakabadze@pha.ge)
ნატა ბაკურაძე – მაგისტრი, დოქტორანტი, ლაბორანტი