სამეცნიერო ლაბორატორიები

ელიავას ინსტიტუტში ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო ლაბორატორია, ელექტრონული მიკროსკოპიის ჯგუფი და ბიოლოგიური კონტროლის ჯგუფი. სამეცნიერო ლაბორატორიებს შორისაა ფაგებისა და შტამების კოლექციის ლაბორატორია, სადაც ინახება ინსტიტუტში დაცული ფაგებისა და ბაქტერიული შტამების კოლექცია.
ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების ძირითადი მიზანია ფაგური პრეპარატების შექმნა და შესწავლა, ასევე, შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარება ამ პრეპარატების პრაქტიკული გამოყენებისთვის, კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე ცხოველთა, მცენარეთა და გარემოს დასაცავად.

გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ლაბორატორია იკვლევს სამედიცინო, ვეტერინარული და აგრარული მიკრობიოლოგიის პრობლემებს. ლაბორატორია ორიენტირებულია ადამიანთა და ცხოველთა სხვადასხვა მიკრობული დაავადების მკურნალობისა და პრევენციისათვის ბაქტერიოფაგული პრეპარატების შექმნაზე. ლაბორატორიის კვლევის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს ცხოველთა ნაწლავური და ჩირქოვანი დაავადებების (მასტიტი, ენდომეტრიოზი, სალმონელოზი) გამომწვევი პათოგენების კვლევა, ასევე მცენარეთა დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები და მათ საწინააღმდეგო ფაგური პრეპარატების შექმნა. ლაბორატორია აგრეთვე მუშაობს კვების უსაფრთხოების ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის საკვები პროდუქტების მიკრობიოლოგიური კვლევა და საკვებისმიერი დაავადებების გამომწვევი პათოგენების ეპიდემიოლოგიური შესწავლა ინფექციების აფეთქებების პრევენციისთვის. ლაბორატორიის კვლევის ინტერესია ნოზოკომიალური პათოგენების კვლევა და ფაგზე დაფუძნებული სხვადასხვა მეთოდების შემუშავება ასეთი მიკრობების, განსაკუთრებით ბიოფილმების წარმომქმნელი მიკროორგანიზმების დეკონტამინაციისა და ელიმინაციისთვის. ლაბორატორია ახორცილებს მიკრობული ფერმენტების კვლევას და ამ ფერმენტებზე დაფუძნებული სამკურნალო პრეპარატების შექმნას.

თანამშრომლები
 
ტარასი გაბისონია – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი – t.gabisonia@pha.ge
მანანა ლოლაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი – m.loladze@pha.ge
ნათელა ჩახუნაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი
მანანა ნადირაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
თეიმურაზ ქათამაძე – ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი – t.katamadze@pha.ge
მაია ალიბეგაშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი
თამარ კალანდარიშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი
ტატიანა ელიავა – მეცნიერ-თანამშრომელი
ნათია თამარაშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი
თინათინ კუსიანი – უფროსი ლაბორანტი
მელანია ყიფიანი – ლაბორანტი

 
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
 

  • 2019-2020– ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”, „შინაურ ფრინველებში პათოგენური E.coli-ს გავრცელების შესწავლა და მათ საწინააღმდეგოდ სპეციფიკური ბაქტერიოფაგების შერჩევა“(მენეჯერი თ.ქათამაძე)
  • 2017-2019- შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პროექტი „ბაქტერიოფაგების გამოყენების ეფექტურობა მეფრინველეობაში სალმონელოზური ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის“ (წამყვანი მეცნიერი: ტ. გაბისონია).
  • 2013-2015- GG-19, „ტულარემიის ეპიდემიოლოგია და ეკოლოგია საქართველოში“ (წამყვანი მეცნიერი: მ. ქუთათელაძე, ჯგუფის ხელმძღვანელი: ტ. გაბისონია).

 
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
 

  • Gabisonia T, Giorgadze I, Topuria N, Chanishvili L, Nadiradze M, Chakhunashvili N, Katamadze T, Loladze M, Tamarashvili N, Alibegashvili M, Kalandarishvili T, Eliava T. Fersis-Phage against Purulent-Inflammatory (Staphylococcal, Streptococcal) Pathologies. Archives of Clinical Microbiology. 2019. 10:1:88 (88)
  • Gabisonia T., Giorgadze I., Topuria-Nakaidze N., Loladze M., Chakhunashvili N., Nadiradze M., Eliava T., Kalandarishvili T., Tamarashvili N. and Katamadze T. Characterization of New Bacteriophages of Salmonella and Shigella for Polivalent Intestinal “Enco Bacteriophage” Preparation. Microbiol Infect Dis. 2019, 1-3.
  • T. Gabisonia, M. Loladze, N.Chakhunashvili, N. Tamarashvili, M. Nadiradze, T. Katamadze, T. Eliava, T. Kalandarishvili, M. Alibegashvili. Bacteriophage Preparation for Treatment and Prevention of Salmonella Infection in Poultry. Journal of Agrarian Sciences. 2019 Vol 17, No 1, pp. 36-44.
  • T. G. Gabisonia, M. Zh. Loladze, M. M. Nadiradze, N. K. Chakhunashvili, M. G. Alibegashvili, N. G. Tamarashvili, V. A. Pushkina – “Effects of bacteriophages on biofilm formation by strains of Pseudomonas aeruginosa”, Applied Biochemistry and Microbiology, 2016, Volume 52, Issue 3, pp. 293–297.

მიკრობთა ეკოლოგიის ლაბორატორიის კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს მიკრობთა ეკოლოგიის და ევოლუციის სხვადასხვა ასპექტები, რაც მოიცავს მიკრობულ მრავალფეროვნებას ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოში, ადამიანის სხეულის მიკროგარემოს, საავადმყოფოსშიდა გარემოსთან ასოცირებულ მიკროფლორას, ბაქტერიული საზოგადოებების ფიზიოლოგიას სისტემების დონეზე მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, ზღვის, მტკნარი წყლის და გეოთერმული წყლის სისტემებში მიკროორგანიზმთა პოპულაციების რაოდენობრივ და თვისობრივ თავისებურებებს, გარემო ფაქტორების გავლენას მიკრობებისა და მათი ვირუსების სიჭარბესა და შემადგენლობაზე და ა.შ. ბაქტერიოფაგების კვლევა კვლავ რჩება ლაბორატორიის ერთ- ერთ ძირითად მიმართულებად. ეს უპირველესად მოიცავს ფაგების ეკოლოგიის საკითხებს, ასევე ეფექტური ბუნებრივი ბაქტერიოფაგების გამოყოფას, შესწავლას და შერჩევას მათი, როგორც სადიაგნოსტიკო, პრევენციული და თერაპიული საშუალებების, პრაქტიკული გამოყენებისათვის მედიცინაში, საკვების ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობაში.

თანამშრომლები
 
მარინე თედიაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი – m.tediashvili@pha.ge
ნინო ჯანელიძე – საინჟინრო/ბიოტექნოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი – n.janelidze@pha.ge
თამარ ქოქაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – t.kokashvili@pha.ge
თამარ ელიაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ელენე დიდებულიძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი – e.didebulidze@pha.ge
ნინო ლაშხი – მეცნიერ-თანამშრომელი
ქეთევან ფორჩხიძე – უფროსი ლაბორანტი
თინათინ ხუხუნაშვილი – უფროსი ლაბორანტი
თამარ კობერიძე – უფროსი ლაბორანტი
ქრისტინე ჭალიძე – ლაბორანტი
 
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
 

  • 2019-2023– „ფერინგ ფარმასეუტიკალს“, “ ფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნა რეპროდუქციულ მედიცინასა და ქალთა ჯანმრთელობის სფეროში გამოყენების მიზნით“.
  • 2019-2020– ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”, V. cholerae-ს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პროფილაქტიკური ფაგური პრეპარატის შექმნა“ (მენეჯერი – თ.ქოქაშვილი)
  • 2019-2020– ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”, A.hydrophila-ს მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების ბანკის შექმნა თევზებში აერომონადული ინფექციების კონტროლისათვის (მენეჯერი – ნინო ჯანელიძე)
  • 2019-2020– ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”, „ კოაგულაზა – უარყოფითი სტაფილოკოკების პრევალენტური კლინიკური სახეობების მიმართ სპეციფიკური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და სელექცია“ ( მენეჯერი – ე.დიდებულიძე)
  • 2018 – 2020 – STCU N P664a – ადამიანის მრავლობით რეზისტენტული შერჩეული ბაქტერიული პათოგენების მიმართ ვირულენტური ბაქტერიოფაგები: დეტალური დახასიათება და უსაფრთხოების შეფასება, თერაპიული ეფექტურობა და დეკონტამინაციის პოტენციალი (წამყვანი მეცნიერი/მენეჯერი: მ.თედიაშვილი).
  • 2018-2020– ნორვეგიის საერთაშორისო კოოპერაციისა და განათლების ცენტრი, პროექტი CPEA-LT-2017/10061, „კვლევაზე დაფუძნებული განათლების ქსელი მიკრობულ ბიოტექნოლოგიაში“ (თანაწამყვანი მეცნიერი: ე. ჯაიანი).
  • 2017-2020– შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პროექტი FR# 17-442, „ვირუსები შავ ზღვაში: მრავალფეროვნება, საზოგადოებების დინამიკა, ვირუს-მასპინძლის ურთიერთქმედებანი“ (წამყვანი მეცნიერი: ე. ჯაიანი).
  • 2017-2019 – LT-2016/10095, „ქსელი კვლევაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების გასაუმჯობესებლად ზოგად და გამოყენებით მიკრობიოლოგიაში“ (თანაწამყვანი მეცნიერი: ე. ჯაიანი).
  • 2017-2019– ნორვეგიის საერთაშორისო კოოპერაციისა და განათლების ცენტრი, პროექტი CPEA-LT-2016/10095, “კვლევაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების ქსელი ფუნდამენტურ და გამოყენებით მიკრობიოლოგიაში” (თანაწამყვანი მეცნიერი: ე. ჯაიანი).
  • 2016-2018– შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი #04/11 და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში #6209, „ფაგებზე დაფუძნებული ეკოლოგიურად უსაფრთხო სტრატეგია მტკნარი წყლის თევზის კულტივირებად სახეობებში ბაქტერიული ინფექციების კონტროლისათვის“ (წამყვანი მეცნიერი: ნ. ჯანელიძე).
  • 2015-2018– STCU საპარტნიორო პროექტი P664 საფრანგეთის არმიის ბიოსამედიცინო კვლევევის ინსიტუტთან თანამშრომლობით, „ანტიბიოტიკებისადმი ბუნებრივად რეზისტენტული ადამიანის პათოგენური სახეობების მიმართ ვირულენტური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და დეტალური დახასიათება“ (წამყვანი მეცნიერი: მ. თედიაშვილი).
  • 2015-2017– შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პროექტი № 460/10, “კარტოფილის საკარანტინო დაავადების – მურა სიდამპლის შესწავლა და მასთან ბრძოლის ეფექტური ღონისიებების შემუშავება” (თანაწამყვანი მეცნიერი: მ. თედიაშვილი).
  • 2015-2017– CRDF-DTRA 60920, „ფაგების მიერ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გენების გადატანა ზღვის, მტკნარი წყლის და ექსტრემალურ გარემოში“ (წამყვანი მეცნიერი: ე. ჯაიანი).

 
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
 

  • Lasareishvili B. Hang Shi, Xunhao Wang, Kyle D Hillstead, M. Tediashvili, E. Jaiani, V.V. Tarabara. Virus recovery by tangential flow filtration: A model to guide the design of a sample concentration process. Biotechnology progress, 2021, 37(3), e3080.
  • Jaiani E., I.Kusradze, T.Kokashvili, N. Geliashvili, N.Janelidze, A.Kotorashvili, N.Kotaria, A.Guchmanidze, M. Tediashvili, D.Prangishvili . Microbial Diversity and Phage–Host Interactions in the Georgian Coastal Area of the Black Sea Revealed by Whole Genome Metagenomic Sequencing. Marine Drugs, 2020, 18(558).
  • T. Tserodze, D. Jgenti, M. Mgeladze, I. Gambashidze, N. Chkheidze , E. Jaiani, E. Didebulidze, N. Janelidze, R. Goradze and M. Tediashvili – “Dynamic changes in the upper respiratory tract microflora of the Black sea and Pacific bottlenose dolphins in noogenic habitat: possible influence of environmental conditions”, International Journal of Advanced Research, 2018, 6, pp. 1255-1263.
  • N. Lashkhi, T. Kokashvili, T. Eliashvili, T. Koberidze, G. Tsertsvadze, M. Muradashvili, G. Meparishvili, Z. Sikharulidze, M. Tediashvili – “The Isolation and biological characterization of bacteriophages lytic to Georgian strains of Ralstonia solanacearum race 3 biovar 2”, International Journal of Advanced Research, 2018, 6, pp. 850-860.
  • T. Tserodze, D. Jgenti, M. Mgeladze, N. Chkheidze, R. Lomidze, I. Gambashidze, N. Janelidze, E. Didebulidze, A. Groene, M. Kik, M. Tediashvili – “Fatal bacterial infection of the heart in captive bottlenose dolphin (tursiops truncates gilli), A case study”, International Journal of Advanced Research, 2018, 6, pp. 795-804.
  • T. Koiava, D. Gonçalves, J. Palmeira, K. Arobelidze, L. Akhvlediani, H. Ferreira – “Phenotypic and molecular characterization of SHV, TEM, OXA and extended spectrum β-lactamase produced by Klebsiella pneumonia isolates in Adjara hospital”, International Journal of Current Research, 2016, Vol. 8, Issue, 06, pp. 32332-3236.
  • T. Tserodze, N. Zobova, D. Jgenti, M. Mgeladze, R. Goradze, E. Jaiani, E. Didebulidze, M. Tediashvili – “Study of water hydrochemical and microbiological quality in the noogenic habitat of the Black Sea bottlenose dolphins”, International Journal of Advanced Research, 2016, vol., 4 issue, pp. 2063 – 2067.
  • Z. Alavidze, W. Sybersma, N.Chanishvili, M.Kutateladze, M. Tediashvili, A. Ujmajuridze et al – “Silk route to the acceptance and re-implementation of Bacteriophage therapy”, Biotechnology Journal, Vol. 11, Issue 5, 2016. pp. 593–724.

მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია ახორციელებს ბაქტერიოფაგების, მათ შორის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული თერაპიული და პროფილაქტიკური პრეპარატების შემადგენელი ფაგების მოლეკულური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლას. ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლები მონაწილეობენ მთელ რიგ სამეცნიერო პროექტებში, რომლებიც ეხება აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფას და დეტალურ დახასიათებას. ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ფაგი/ბაქტერიული უჯრედის ურთიერთქმედების მექანიზმების კვლევა, მიკრობის ლიზისზე პასუხისმგებელი გენების და მათი პროდუქტების – „ქილერული“ ფაგოსპეციფიური ცილების იდენტიფიცირება და დახასიათება. ლაბორატორიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ბაქტერიოფაგების პრეპარატების წარმოების ტექნოლოგიური სქემის სრულყოფისა და სტანდარტიზებისთვის. ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ შემუშავებულია სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის გაწმენდილი პრეპარატის წარმოების უაღრესად წარმატებული ტექნოლოგია.

თანამშრომლები
 
ნანა ბალარჯიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი – n.balarjishvili@pha.ge
ლეილა კვაჭაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი -l.kvachadze@pha.ge
ელისაბედ ზალდასტანიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – zaldastanishvili@pha.ge
ლიკა ლეშკაშელი – მეცნიერ-თანამშრომელი / დოქტორანტი – l.leshkasheli@pha.ge
დარეჯან ბოლქვაძე – მეცნიერ-თანამშრომელი / დოქტორანტი – d.bolkvadze@pha.ge
ლია ასკილაშვილი – უფროსი ლაბორანტი – laskilashvili@pha.ge
მეგი ხანიშვილი – ლაბორანტი – megi.xanishvili@gmail.com
ამალია ეგიკოვა – ლაბორანტი
 
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
 

  • 2019-2023– „ფერინგ ფარმასეუტიკალს“- ფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნა რეპროდუქციულ მედიცინასა და ქალთა ჯანმრთელობის სფეროში გამოყენების მიზნით (წამყვანი მეცნიერი: მ. ქუთათელაძე).
  • 2019-2020– “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”, „ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ ფაგოთერაპიის ეფექტურობის შეფასება“ (მენეჯერი ნანა ბალარჯიშვილი).
  • 2019-2020– “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”, „MCR-1 გენით გამოწვეული ქოლისტინ რეზისტენტობის შესწავლა ქართველი და უცხოელი პაციენტებიდან გამოყოფილ გრამ–უარყოფით ბაქტერიებში“ (მენეჯერი დარეჯან ბოლქვაძე.
  • 2018-2020– STCU N P664a – ადამიანის მრავლობით რეზისტენტული შერჩეული ბაქტერიული პათოგენების მიმართ ვირულენტური ბაქტერიოფაგები: დეტალური დახასიათება და უსაფრთხოების შეფასება, თერაპიული ეფექტურობა და დეკონტამინაციის პოტენციალი (წამყვანი მეცნიერი/მენეჯერი: მ.თედიაშვილი)..
  • 2018– ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია” – Pseudomonas aeruginosa კლინიკური შტამების მიერ ბიოფილმების წარმოქმნის უნარის განსაზღვრა და ბიოფილმ-ასოცირებულ ბაქტერიებზე ბაქტერიოფაგებისა და ანტიბიოტიკების მოქმედების შეფასება (მენეჯერი დარეჯან ბოლქვაძე).
  • 2018– “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”, “Klebsiella pneumoniae-ს მიმართ აქტიური, თერაპიული, ინდივიდუალური ბაქტერიოფაგების დახასიათება”.
  • 2014-2016– Scopes I Z7370_152319, „Acinetobacter baumannii-ით გამოწვეული ექსპერიმენტული ბაქტერიემიის სამკურნალოდ ახალი ბაქტერიოფაგული კოქტეილის შექმნა“ (წამყვანი მეცნიერი: მ. ქუთათელაძე).

 
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
 

  • Balarjishvili, N.; Kvachadze, L.; Tevdoradze, E.; Skhirtladze, N.; Leshkasheli, L.; Bolkvadze, D.; Pataridze, T.; Meskhi, T.; Chakraborty, R.; Kutateladze, M.; et al. Significance of Lysogeny for the Metabolism of Desulfovibrio Spp. Strains Isolated from Aquatic Environments of Georgia. J Appl Microbiol 2021, jam.15030, doi:10.1111/jam.15030.
  • Corbellino, M.; Kieffer, N.; Kutateladze, M.; Balarjishvili, N.; Leshkasheli, L.; Askilashvili, L.; Tsertsvadze, G.; Rimoldi, S.G.; Nizharadze, D.; Hoyle, N.; et al. Eradication of a Multidrug-Resistant, Carbapenemase-Producing Klebsiella pneumoniae Isolate Following Oral and Intra-Rectal Therapy With a Custom Made, Lytic Bacteriophage Preparation. Clinical Infectious Diseases 2020, 70, 1998–2001, doi:10.1093/cid/ciz782.
  • J.Farlow, D.Bolkvadze, L.Leshkasheli, I.Kusradze, A.Kotorashvili, N.Kotaria, N.Balarjishvili, L.Kvachadze, M.Nikolich, M.Kutateladze Genomic characterization of three novel Basilisk-like phages infecting Bacillus anthracis. BMC Genomics, 2018, 19: 685. DOI: https://doi.org/10.1186/s12864-018-5056-4
  • N. Hoyle, P. Zhvaniya, N. Balarjishvili, D. Bolkvadze, L. Nadareishvili, D. Nizharadze, J. Wittmann, C. Rohde, M. Kutateladze – “Phage therapy against Achromobacter xilosoxidans lung infection in a patient with cystic fibrosis: a case report-Research in Microbiology”, https://doi.org/10.1016/j.resmic.2018.05.001.
  • Hoyle, N.; Zhvaniya, P.; Balarjishvili, N.; Bolkvadze, D.; Nadareishvili, L.; Nizharadze, D.; Wittmann, J.; Rohde, C.; Kutateladze, M. Phage Therapy against Achromobacter xylosoxidans Lung Infection in a Patient with Cystic Fibrosis: A Case Report. Research in Microbiology 2018, 169, 540–542, doi:10.1016/j.resmic.2018.05.001 Aa
  • I. Antadze, M. Dadunashvili, T. Burbutashvili, S. Gunia, N. Balarjishvili, E. Tevdoradze, T. Pataridze, RJ. Obiso, S. Hagius, P. Elzer, M. Kutateladze – “Diversity of Phage-Host Specificity in Brucella Phage”, Journal of Bacteriology and Mycology, 2017; 4(2): 1049.
  • A. Gundogdu, D. Bolkvadze, H. Kilic – “In vitro Effectiveness of Commercial Bacteriophage Cocktails on Diverse Extended-Spectrum Beta-Lactamase Producing Escherichia coli Strains”, Frontiers in Microbiology, 2016, Vol. 7 – 1761.
  • M. Kutateladze, L. Leshkasheli, D. Bolkvadze, L. Askilashvili, N. Balarjishvil – “Bacteriophages against multidrug-resistant bacterial infections”, International Journal of Infectious Diseases, 2016, 53:46-47.

ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებაა ვირუსული, ბაქტერიული და შერეული ინფექციების დროს ჰუმორულ იმუნური სტატუსის და იმუნოგლობულინების (IgA,IgG,IgM) შესწავლა. ლაბორატორია ასევე იკვლევს ჰერპეს-ვირუსების ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის სხვა, არა-ვირუსული ეტიოლოგიის აგენტებთან ურთიერთქმედებას. კვლევის საგანია ასევე თერაპიული ბაქტერიოფაგების გამოყენების შედეგად ორგანიზმში მიმდინარე იმუნური რეაქციები; იმუნური პასუხის არა-სპეციფიური და სპეციფიური ინდიკატორები. ლაბორატორია მუშაობს თერაპიული და პროფილაქტიკური იმუნო-ბიოლოგიური პრეპარატების შექმნაზე.

თანამშრომლები
 
სერგო რიგვავა – ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი – s.rigvava@pha.ge
ნანა თოფურია – მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი – n.topuria@pha.ge
დალი გოგიაშვილი – უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი
ნენე ახალაია – მეცნიერ- თანამშრომელი – Akhalaia-nene@hotmail.com
ნანა საბაური – უფროსი ლაბორანტი – nana_sabauri@hotmail.com
თამარ დალაქიშვილი – ლაბორანტი – tamar.dalakishvili@yahoo.com,
 
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
 

  • 2019-2021-შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი AR-18 306: პოლიკლონური იმუნოგლობულინის შემუშავება გართულებული სტაფილოკოკური ინფექციის სამკურნალოდ (მენეჯერი: სერგო რიგვავა).
  • 2013-2016– FP7 DTRA/CRDF-Anthrax environmental decontamination network (პროექტის მენეჯერი: მ.ქუთათელაძე).

 
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
 

  • Gubeladze L,Gogiashvili D, Rigvava S, Natidze M, et al. The Isolation of Bacteriophages Lytic to B.anthracis from Environmental sources in Georgia, 3rd report: B.anthracis-specific phages isolated in 2012 in Georgia. Intern. J.of Current Research, 2018, vol.4, Issue 5, p.1-4. DOI:10:29941.2018.
  • Rigvava, S.; Gubeladze, L.; Vardzelashvili, N.; Gogiashvili, D.; Natidze, M. Serological Express Diagnostics of Bacterial Sepsis. Georgian Critical Care Medicine 2018, 37.
  • N. Topuria-Nakaidze, I. Giorgadze, N. Odishelodze, N. Sabauri, E. Akhalaia L. Tkemaladze, T. Katukia – “Correlation analyses between Herpes Simplex Virus and other pathogens causing infections in females of reproductive age”, Experimental & Clinical Medicine, 2017, #4, p. 61-65.
  • Gubeladze, L.; Gogiashvili, D.; Rigvava, S.; Natidze, M.; Kamkamidze, M.; Tsertsvadze, G.; Tediashvili, M. Comparative Biological Characterization of Phages Specific to B.anthracis Isolated from Environmental Sources in Georgia. 2th Report. B. Anthracis –Specific Phages Isolated in Georgia in 2010-2011. The Caucasus Multidisciplinary Journal 2017, 20, 53–58.
  • Abramia, G.; Golijashvili, A.; Rigvava, S. Bacteriophages against Antibiotic Resistant Salmonella Bacteria for the Possible Prevention and Treatment of Birds and Clean Up of Their Water Habitats. J Vet Sci Technol 2016, 07, doi:10.4172/2157-7579.1000395.

ფაგებისა და შტამების კოლექციის მიზანია ინსტიტუტში არსებული ბაქტერიოფაგებისა და ბაქტერიული შტამების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება, კოლექციის შემდგომი გაფართოება და შენახვა სამეცნიერო კვლევებისა და ბიოტექნოლოგიური წარმოების განვითარებისათვის. ინსტიტუტის სხვადასხვა ლაბორატორიების მიერ კოლექციაში გადმოცემული პათოგენური და პირობით პათოგენური ბაქტერიული შტამებისა და ბაქტერიოფაგების ძირითადი ბიოლოგიური თვისებების შესწავლა/შემოწმების საფუძველზე მათი პასპორტიზაცია, რეგისტრაცია და შენახვა. ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლები მონაწილეობენ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში, რომელიც დაკავშირებულია აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ აქტიური ფაგების გამოყოფასა და შესწავლასთან.

თანამშრომლები
 
მარინე დარსაველიძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, განყოფილების
ხელმძღვანელი – m.darsavelidze@pha.ge
თამარ სულაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – tamuna_suladze@pha.ge
სოფიო გუნია – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი – guniasopo@hotmail.com
მაია ელიზბარაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი – m.elizbarashvili@pha.ge
მარინე დადუნაშვილი – უფროსი ლაბორანტი
მანანა ლაბაძე – ლაბორანტი
მზია მჭედლიძე – ლაბორანტი
 
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
 

  • 2019-2023 -„ფერინგ ფარმასეუტიკალს“ – ფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნა რეპროდუქციულ მედიცინასა და ქალთა ჯანმრთელობის სფეროში გამოყენების მიზნით (წამყვანი მეცნიერი: მ. ქუთათელაძე).
  • 2015-2018– STCU P664, “ანტიბიოტიკო რეზისტენტული არაფერმენტირებადი მიკროორგანიზმების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა, შერჩევა და დახასიათება” (წამყვანი მეცნიერი: მ. თედიაშვილი).
  • 2015-2018– STCU საპარტნიორო პროექტი P664 საფრანგეთის არმიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსიტუტთან თანამშრომლობით – ანტიბიოტიკებისადმი ბუნებრივად რეზისტენტული ადამიანის პათოგენური სახეობების მიმართ ვირულენტური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და დეტალური დახასიათება (წამყვანი მეცნიერი: მ. თედიაშვილი).

 
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
 

  • M.Elizbarashvili, M.Darsavelidze, T.Suladze, S.Gunia, M.Dadunashvili Analysis of spectrum and determination of antibiotic sensitivity of causative agents of upper respiratory tract infections. WWJMRD (World Wide Journal of Multidisciplinary Research and Development) 2019. 5 p.78-80.
  • Gunia S., M.Darsavelidze, T.Suladze, M.Elizbarashvili, M.Dadunashvili Distribution of antibiotic-resistant Staphylococcus strains among purulent – inflammatory infections. WWJMRD (World Wide Journal of Multidisciplinary Research And Development) 2019; 5, p.120-123.
  • Elizbarashvili, M.; Darsavelidze, M.; Suladze, T.; Gunia, S.; Dadunashvili, M. Study of Microbiocenosis of Intestine in Children of Different Age Category. WWJMRD 2018, 4, 372–374.
  • I. Antadze, M. Dadunashvili, T. Burbutashvili, S. Gunia, N. Balarjishvili, E. Tevdoradze, T. Pataridze, RJ. Obiso, S. Hagius, P. Elzer and M. Kutateladze – “Diversity of Phage-Host Specificity in Brucella Phage”, Journal of Bacteriology and Mycology, 2017, Volume 4, Issue 2, 1049.

კვლევისა და განვითარების ლაბორატორია 2010 წელს მიკროორგანიზმთა გენეტიკის ლაბორატორიის ბაზაზე იქნა შექმნილი. მისი კვლევის მთავარი მიმართულებებია: სხვადასხვა აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა, შესწავლა და მათი პრაქტიკული გამოყენება. ენდემური კვების პროდუქტებიდან რძემჟავა ბაქტერიების გამოყოფა და მათი ბიოტექნოლოგიური ღირებულების შეფასება. ლაბორატორია ფლობს ბაქტერიოფაგებისა და მათი პატრონი ბაქტერიების ვრცელ და კარგად დახასიათებულ კოლექციას, რომელიც აგრეთვე მოიცავს რძემჟავა ბაქტერიულ კულტურებსაც, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გამოვიყენოთ რძის პროდუქტების დედოების კონსტრუირებისათვის.

თანამშრომლები
 
ნინა ჭანიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლაბორატორიის გამგე – nina.chanishvili@pha.ge
გულნარა ნატროშვილი – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ნატა ბაკურაძე – მეცნიერ-თანამშრომელი-nata.bakuradze@pha.ge
ნინო გრძელიშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი-n.grdzelishvili@pha.ge
თამარ თათრიშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი-t.tatrishvili@pha.ge
ელენე ჯავახიშვილი – უფროსი ლაბორანტი
 
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
 

  • 2019-2021– შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი # 17-17189 ფაგოთერაპიის პერსპექტივები აუტიდტური სპეპექტრის აშლილობის (ასა-ს)მკურნალობაში ქართულ პოპულაციაში (თანამენეჯერი : ნინა ჭანიშვილი)
  • 2019-2021– შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი # PHDF-19-8446 Pseudomonas aeruginosa სპეციფიკური ბაქტერიოფაგების მოლეკულურ-ბიოლოგიური დახასიათება და მათ მიმართ განვითარებული იმუნური პასუხის შესწავლა in vitro უჯრედული მოდელის გამოყენებით. შემსრულებელი- (წამყვანი მეცნიერი: ნინო გრძელიშვილი)
  • 2019-2020– “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”, “ენდემური რძემჟავა ბაქტერიების კოლექციების კომერციალიზაცია” (მენეჯერი ნინა ჭანიშვილი)
  • 2018-2021, H2020-FETOPEN #767015– „ასთმის დროს ეუბიოზის აღდგენითი თერაპიის კონსტრუირება’’. (წამყვანი მეცნიერი: ნ. ჭანიშვილი).
  • 2015- 2018 ISTC A 2140 -“მულტი-რეზისტენტული სალმონელას მიზანმიმართული ელიმინაცია ბაქტერიოფაგების საშუალებით“ (წამყვანი მეცნიერი: ნ. ჭანიშვილი).
  • 2015-2018– რუსთაველის ფონდი #/235/250-7/14, “Bacteroides fragilis ფაგების გამოყენება სწორი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისათვის: პოტენციალის შეფასება” (წამყვანი მეცნიერი: ნ. ჭანიშვილი).
  • 2016– რუსთაველის ფონდი # IG/15/1/16, “Bacteroides გვარის კულტურების სახეობრივი იდენტიფიკაცია და ნეტეროტოქსინის გენის დეტექცია” (წამყვანი მეცნიერი: ნ. ბაკურაძე).
  • 2015-2016– რუსთაველის ფონდი დოქტორანტების გრანტი # DO/311/7-280/14, „საქართველოში გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიების პრობიოტიკული თვისებების შესწავლა, მათი გენეტიკური იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა” (წამყვანი მეცნიერი: ე. კაკაბაძე).
  • 2014-2017– შვეიცარიის სამეცნიერო ფონდი, SCOPES, “ფაგოთერაპია საშარდე გზების ინფექციების მკურნალობისათვის: რანდომიზირებული პლაცებო–კონტროლი, ორმაგი-ბრმა კვლევა“ (წამყვანი მეცნიერი: ნ. ჭანიშვილი).
  • 2014-2016 CRDF Global – BPG -A-60792– “ენდემური რძემჟავა ბაქტრიების გამოყენებით რძის პროდუქტების კომერციული დედოს პროტოტიპის შექმნა: საპილოტე ტექნოლოგიური ექსპერიმენტი” (წამყვანი მეცნიერი: ნ. ჭანიშვილი).

 
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
 

  • Leitner, L.; Ujmajuridze, A.; Chanishvili, N.; Goderdzishvili, M.; Chkonia, I.; Rigvava, S.; Chkhotua, A.; Changashvili, G.; McCallin, S.; Schneider, M.P.; et al. Intravesical Bacteriophages for Treating Urinary Tract Infections in Patients Undergoing Transurethral Resection of the Prostate: A Randomised, Placebo-Controlled, Double-Blind Clinical Trial. The Lancet Infectious Diseases 2021, 21, 427–436, doi:10.1016/S1473-3099(20)30330-3.
  • Makalatia, K.; Kakabadze, E.; Bakuradze, N.; Grdzelishvili, N.; Stamp, B.; Herman, E.; Tapinos, A.; Coffey, A.; Lee, D.; Papadopoulos, N.G.; et al. Investigation of Salmonella Phage-Bacteria Infection Profiles: Network Structure Reveals a Gradient of Target-Range from Generalist to Specialist Phage Clones in Nested Subsets. Viruses 2021, 13, 1261, doi:10.3390/v13071261.
  • Chanishvili, N.; Alavidze, Z. Early Therapeutic and Prophylactic Uses of Bacteriophages. In Bacteriophages; Harper, D.R., Abedon, S.T., Burrowes, B.H., McConville, M.L., Eds.; Springer International Publishing: Cham, 2020; pp. 1–30 ISBN 978-3-319-40598-8.
  • Leitner*, L.; Ujmajuridze, A.; Chanishvili, N.; Goderdzishvili, M.; Mehnert, U.; Chkhotua, A.; Sybesma, W.; Kessler, T.M. MP53-16 Adapted Bacteriophages for Treating Urinary Tract Infections. Journal of Urology 2019, 201, doi:10.1097/01.JU.0000556530.61448.e3.
  • Ngassam-Tchamba, C.; Duprez, J.N.; Fergestad, M.; De Visscher, A.; L’Abee-Lund, T.; De Vliegher, S.; Wasteson, Y.; Touzain, F.; Blanchard, Y.; Lavigne, R.; et al. In Vitro and in Vivo Assessment of Phage Therapy against Staphylococcus aureus Causing Bovine Mastitis. Journal of Global Antimicrobial Resistance 2020, 22, 762–770, doi:10.1016/j.jgar.2020.06.020.
  • Adriaenssens, E.M.; Sullivan, M.B.; Knezevic, P.; van Zyl, L.J.; Sarkar, B.L.; Dutilh, B.E.; Alfenas-Zerbini, P.; Łobocka, M.; Tong, Y.; Brister, J.R.; et al. Taxonomy of Prokaryotic Viruses: 2018-2019update from the ICTV Bacterial and Archaeal Viruses Subcommittee. Arch Virol 2020, 165, 1253–1260, doi:10.1007/s00705-020-04577-8.
  • Chanishvili, N. Commercial Products for Human Phage Therapy. In Bacterial Viruses: Exploitation for Biocontrol and Therapeutics; Caister Academic Press, 2020 ISBN 978-1-913652-51-7.
  • Chanishvili, N.; Nadareishvili, L.; Zaldastanishvili, E.; Balarjishvili, N.; Kutateladze, M. Application of Bacteriophages in Human Therapy: Recent Advances at the George Eliava Institute. In Bacterial Viruses: Exploitation for Biocontrol and Therapeutics; Caister Academic Press, 2020 ISBN 978-1-913652-51-7.
  • Issa, R.; Chanishvili, N.; Caplin, J.; Kakabadze, E.; Bakuradze, N.; Makalatia, K.; Cooper, I. Antibiofilm Potential of Purified Environmental Bacteriophage Preparations against Early Stage Pseudomonas aeruginosa Biofilms. J Appl Microbiol 2019, 126, 1657–1667, doi:10.1111/jam.14241.
  • Kurtböke, İ.; Chanishvili, N.; Barr, J.J. Bacteriophages. Microbiol. Aust. 2019, 40, 3, doi:10.1071/MA19002.
  • Chanishvili, N.; Aminov, R. Bacteriophage Therapy: Coping with the Growing Antibiotic Resistance Problem. Microbiol. Aust. 2019, 40, 5, doi:10.1071/MA19011.
  • Kakabadze, E.; Zago, M.; Rossetti, L.; Bonvini, B.; Tidona, F.; Carminati, D.; Chanishvili, N.; Giraffa, G. Characterisation of Lactic Acid Bacteria Isolated from the Georgian, Yoghurt‐like Matsoni. Int J Dairy Technol 2019, 1471–0307.12589, doi:10.1111/1471-0307.12589.
  • Kakabadze, E.; Makalatia, K.; Grdzelishvili, N.; Bakuradze, N.; Goderdzishvili, M.; Kusradze, I.; Phoba, M.-F.; Lunguya, O.; Lood, C.; Lavigne, R.; et al. Selection of Potential Therapeutic Bacteriophages That Lyse a CTX-M-15 Extended Spectrum β-Lactamase Producing Salmonella enterica Serovar Typhi Strain from the Democratic Republic of the Congo. Viruses 2018, 10, 172, doi:10.3390/v10040172
  • Ujmajuridze, A.; Chanishvili, N.; Goderdzishvili, M.; Leitner, L.; Mehnert, U.; Chkhotua, A.; Kessler, T.M.; Sybesma, W. Adapted Bacteriophages for Treating Urinary Tract Infections. Front Microbiol 2018, 9, 1832, doi:10.3389/fmicb.2018.01832.
  • Kakabadze, E.; Makalatia, K.; Merabishvili, M.; Grdzelishvili, N.; Bakuradze, N.; Mkrtchyan, M.; Goderdzishvili, M.; Pirnay, J.-P.; Chanishvili, N.; Sedrykyan, A. Phage Typing, Antibiotic Resistance and Genomic Rep-PCR Fingerprinting of Clinical Salmonella Isolates from the Caucasus Region. International Journal of Infectious Diseases 2018, 73, 148, doi:10.1016/j.ijid.2018.04.3750.
  • Bakuradze, N.; Makalatia, K.; Merabishvili, M.; Togoshvili, L.; Chanishvili, N. Selection of the Active Phages against B. Fragilis for Further Study of Therapeutic Perpectives. Georgian Med News 2018, 111–116.
  • Makalatia, Kh.; Kakabadze, E.; Bakuradze, N.; Grdzelishvili, N.; Natroshvili, G.; Kusradze, I.; Goderdzishvili, M.; Sedrakyan, A.; Arakelova, K.; Mkrtchyan, M.; et al. Activity of Bacteriophages to Multiply Resistant Strains of Salmonella and Their Various Serotypes. Veterinary biotechnology 2018, 32, 500–508, doi:10.31073/vet_biotech32(1)-67.
  • Gelman, D.; Eisenkraft, A.; Chanishvili, N.; Nachman, D.; Coppenhagem Glazer, S.; Hazan, R. The History and Promising Future of Phage Therapy in the Military Service. J Trauma Acute Care Surg 2018, 85, S18–S26, doi:10.1097/TA.0000000000001809.
  • Janashia, I.; Choiset, Y.; Jozefiak, D.; Déniel, F.; Coton, E.; Moosavi-Movahedi, A.A.; Chanishvili, N.; Haertlé, T. Beneficial Protective Role of Endogenous Lactic Acid Bacteria Against Mycotic Contamination of Honeybee Beebread. Probiotics & Antimicro. Prot. 2018, 10, 638–646, doi:10.1007/s12602-017-9379-2.
  • Aminov, R.; Caplin, J.; Chanishvili, N.; Coffey, A.; Cooper, I.; De Vos, D.; Doškař, J.; Friman, V.-P.; Kurtböke, İ.; Pantucek, R.; et al. Application of Bacteriophages. Microbiol. Aust. 2017, 38, 63, doi:10.1071/MA17029.
  • Janashia, I.; Choiset, Y.; Rabesona, H.; Hwanhlem, N.; Bakuradze, N.; Chanishvili, N.; Haertlé, T. Protection of Honeybee Apis Mellifera by Its Endogenous and Exogenous Lactic Flora against Bacterial Infections. Annals of Agrarian Science 2016, 14, 177–181, doi:10.1016/j.aasci.2016.07.002.
  • Janashia, I.; Carminati, D.; Rossetti, L.; Zago, M.; Fornasari, M.E.; Haertlé, T.; Chanishvili, N.; Giraffa, G. Characterization of Fructophilic Lactic Microbiota of Apis Mellifera from the Caucasus Mountains. Ann Microbiol 2016, 66, 1387–1395, doi:10.1007/s13213-016-1226-2.
  • Expert round table on acceptance and re-implementation of bacteriophage therapy Silk Route to the Acceptance and Re-Implementation of Bacteriophage Therapy. Biotechnology Journal 2016, 11, 595–600, doi:10.1002/biot.201600023.
  • Sybesma, W.; Zbinden, R.; Chanishvili, N.; Kutateladze, M.; Chkhotua, A.; Ujmajuridze, A.; Mehnert, U.; Kessler, T.M. Bacteriophages as Potential Treatment for Urinary Tract Infections. Front. Microbiol. 2016, 7, doi:10.3389/fmicb.2016.00465.
  • Uimajuridze, A.; Jvania, G.; Chanishvili, N.; Goderdzishvili, M.; Sybesma, W.; Managadze, L.; Chkhotua, A.; Kessler, T. 265 Phage Therapy for the Treatment for Urinary Tract Infection: Results of in-Vitro Screenings and in-Vivo Application Using Commercially Available Bacteriophage Cocktails. European Urology Supplements 2016, 15, e265, doi:10.1016/S1569-9056(16)60267-1.

ზოგადი მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციების გამომწვევი ანტიბიოტიკორეზისტენტული ბაქტერიული შტამების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა, მათი ბიოლოგიური და გენეტიკური თვისებების შესწავლა და დეტალური დახასიათება. ლაბორატორიის თანამშრომლები მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მედიცინის, ვეტერინარიის და მიკრობული ეკოლოგიის მიმართულებით. გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებისა, ლაბორატორიაში მიმდინარეობს სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაგური პრეპარატების ახალი სამკურნალო ფორმების შექმნა, მათი წარმოების ტექნოლოგიის დამუშავება და სტანდარტიზება. ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს ელიავა-კონსორციუმის კომერციულ სტრუქტურებთან („ბაქტერიოფაგის ბიოპრაპარატები“, „აფთიაქი“, „ფაგოთერაპიის ცენტრი“) როგორც უკვე არსებული კომერციული ფაგური პრეპარატების ანტიმიკრობული სპექტრის (აქტივობის) გაფართოების კუთხით, ასევე პაციენტებისთვის ინდივიდუალური ფაგების მომზადების მიმართულებით.

თანამშრომლები
 
მარინა გოდერძიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლაბორატორიის ხელმღვანელი – mgoderdzishvili@pha.ge
ირინა ჭყონია – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი – ichkonia@gtu.ge
ია კუსრაძე – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – iakusradze@pha.ge
ნათია ქარუმიძე – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – natiaqarumidze@pha.ge
სოფიო რიგვავა – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – srigvava@pha.ge
თეონა დვალიძე – მეცნიერ-თანამშრომელი – tatiadvalidze@pha.ge
ნინო ქვათაძე – უფროსი ლაბორანტი
დარეჯან ჟღენტი – უფროსი ლაბორანტი
 
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
 

  • 2020-2021– შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი – CARYS-19-378- ბაქტერიოფაგის შემცველი პასტილები ზედა სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. (წამყვანი მეცნიერი ი.კუსრაძე)
  • 2017-2020– შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი -17442; შავ ზღვაში ვირუსების მრავალფეროვნება” (წამყვანი მეცნიერი ე. ჯაიანი)
  • 2019-2021– შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, AR-18-306; პოლიკლონური იმუნოგლობულინის შემუშავება გართულებული სტაფილოკოკური ინფექციის სამკურნალოდ”(წამყვანი მეცნიერი ს.რიგვავა)
  • 2019-2023 – „ფერინგ ფარმასეუტიკალს“ – ფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნა რეპროდუქციულ მედიცინასა და ქალთა ჯანმრთელობის სფეროში გამოყენების მიზნით (წამყვანი მეცნიერი მ.ქუთათელაძე)
  • 2018-2020 – შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი YS-18-413- „ბ ჯგუფის სტრეპტოკოკის მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და მათი ანტიბაქტერიული ეფექტურობის შესწავლა“.
  • 2017-2021– H2020-FETOPEN 767015, „ასთმის დროს ეუბიოზის აღდგენითი თერაპიის კონსტრუირება’’ (თანაწამყვანი მეცნიერი: ნ. ჭანიშვილი).
  • 2016-2017– შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 217874, „XhIA დომენის შემცველი ცილის როლი ლიზოგენური კონვერსიის განვითარებაში“ (წამყვანი მეცნიერი: ს. რიგვავა).
  • 2015-2017– ISTC A-1420, „მულტი-რეზისტენტული სალმონელას მიზანმიმართული ელიმინაცია ბაქტერიოფაგების საშუალებით’’ (თანაწამყვანი მეცნიერი: ნ. ჭანიშვილი).
  • 2015-2018– STCU P664 – ადამიანისათვის საშიში ანტიბიოტიკორეზისტენტული პათოგენური სახეობების საწინააღმდეგო ლითიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და დახასიათება (წამყვანი მეცნიერი: მ. თედიაშვილი).
  • 2015 – 2016 – შვეიცარიის საელჩოს გრანტი. ბერნის უნივერსიტეტი წამყვანი მეცნიერი. ნათია ქარუმიძე..
  • 2014-2017– SNSF-SCOPES N 152304 – ფაგოთერაპია საშარდე გზების ინფექციების მკურნალობისათვის: რანდომიზირებული პლაცებო – კონტროლი, ორმაგი-ბრმა კვლევა (წამყვანი მეცნიერი: ნ. ჭანიშვილი).

 
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო ხუთი წელი)
 

  • Kusradze, I.; Chkonia, I.; Karumidze, N.; Rigvava, S.; Dvalidze, T.; Barbaqadze, S.; Tatrishvili, N.; Bakuridze, A.; Bakuridze, L.; Goderdzishvili, M. New Phage Pastilles Against Antibiotic Resistant Bacterial Infection of Oral Cavity. Jiomics 2021, 11.
  • Rigvava, S.; Karumidze, N.; Kusradze, I.; Dvalidze, T.; Tatrishvili, N.; Goderdzishvili, M. Biological Characterization of Bacteriophages against Streptococcus agalactiae. Georgian Med News 2021, 182–186.
  • Leitner, L.; Ujmajuridze, A.; Chanishvili, N.; Goderdzishvili, M.; Chkonia, I.; Rigvava, S.; Chkhotua, A.; Changashvili, G.; McCallin, S.; Schneider, M.P.; et al. Intravesical Bacteriophages for Treating Urinary Tract Infections in Patients Undergoing Transurethral Resection of the Prostate: A Randomised, Placebo-Controlled, Double-Blind Clinical Trial. The Lancet Infectious Diseases 2021, 21, 427–436, doi:10.1016/S1473-3099(20)30330-3.
  • Jaiani, E.; Kusradze, I.; Kokashvili, T.; Geliashvili, N.; Janelidze, N.; Kotorashvili, A.; Kotaria, N.; Guchmanidze, A.; Tediashvili, M.; Prangishvili, D. Microbial Diversity and Phage-Host Interactions in the Georgian Coastal Area of the Black Sea Revealed by Whole Genome Metagenomic Sequencing. Mar Drugs 2020, 18, E558, doi:10.3390/md18110558.
  • Chanishvili, N. Commercial Products for Human Phage Therapy. In Bacterial Viruses: Exploitation for Biocontrol and Therapeutics; Caister Academic Press, 2020 ISBN 978-1-913652-51-7.
  • Ujmajuridze, A.; Chanishvili, N.; Goderdzishvili, M.; Leitner, L.; Mehnert, U.; Chkhotua, A.; Kessler, T.M.; Sybesma, W. Adapted Bacteriophages for Treating Urinary Tract Infections. Front Microbiol 2018, 9, 1832, doi:10.3389/fmicb.2018.01832.
  • Rigvava, S.; Kharebava, S.; Giorgobiani, T.; Dvalidze, T.; Goderdzishvili, M. Identification and Antibiotic Susceptibility Patterns of Streptococcus agalactiae. Georgian Med News 2019, 149–153.
  • Kakabadze, E.; Makalatia, K.; Merabishvili, M.; Grdzelishvili, N.; Bakuradze, N.; Mkrtchyan, M.; Goderdzishvili, M.; Pirnay, J.-P.; Chanishvili, N.; Sedrykyan, A. Phage Typing, Antibiotic Resistance and Genomic Rep-PCR Fingerprinting of Clinical Salmonella Isolates from the Caucasus Region. International Journal of Infectious Diseases 2018, 73, 148, doi:10.1016/j.ijid.2018.04.3750.
  • Makalatia, Kh.; Kakabadze, E.; Bakuradze, N.; Grdzelishvili, N.; Natroshvili, G.; Kusradze, I.; Goderdzishvili, M.; Sedrakyan, A.; Arakelova, K.; Mkrtchyan, M.; et al. Activity of Bacteriophages to Multiply Resistant Strains of Salmonella and Their Various Serotypes. Veterinary biotechnology 2018, 32, 500–508, doi:10.31073/vet_biotech32(1)-67.
  • Kakabadze, E.; Makalatia, K.; Grdzelishvili, N.; Bakuradze, N.; Goderdzishvili, M.; Kusradze, I.; Phoba, M.-F.; Lunguya, O.; Lood, C.; Lavigne, R.; et al. Selection of Potential Therapeutic Bacteriophages That Lyse a CTX-M-15 Extended Spectrum β-Lactamase Producing Salmonella enterica Serovar Typhi Strain from the Democratic Republic of the Congo. Viruses 2018, 10, 172, doi:10.3390/v10040172.
  • Rigvava, S.; Kusradze, I.; Karumidze, N.; Dvalidze, T.; Katsitadze, M.; Barbakadze, S.; Bolkvadze, D.; Goderdzishvili, M. New Temperate Enterococcus Phage VB_GEC_EFS_2 with Potential of Lysogenic Conversion. Georgian Med News 2018, 158–164.
  • Leitner, L.; Sybesma, W.; Chanishvili, N.; Goderdzishvili, M.; Chkhotua, A.; Ujmajuridze, A.; Schneider, M.P.; Sartori, A.; Mehnert, U.; Bachmann, L.M.; et al. Bacteriophages for Treating Urinary Tract Infections in Patients Undergoing Transurethral Resection of the Prostate: A Randomized, Placebo-Controlled, Double-Blind Clinical Trial. BMC Urol 2017, 17, 90, doi:10.1186/s12894-017-0283-6.
  • Nogueira, F.; Karumidze, N.; Kusradze, I.; Goderdzishvili, M.; Teixeira, P.; Gouveia, I.C. Immobilization of Bacteriophage in Wound-Dressing Nanostructure. Nanomedicine 2017, 13, 2475–2484, doi:10.1016/j.nano.2017.08.008.
  • Kusradze, I.; Karumidze, N.; Rigvava, S.; Dvalidze, T.; Katsitadze, M.; Amiranashvili, I.; Goderdzishvili, M. Characterization and Testing the Efficiency of Acinetobacter baumannii Phage VB-GEC_Ab-M-G7 as an Antibacterial Agent. Front Microbiol 2016, 7, 1590, doi:10.3389/fmicb.2016.01590.
  • Uimajuridze, A.; Jvania, G.; Chanishvili, N.; Goderdzishvili, M.; Sybesma, W.; Managadze, L.; Chkhotua, A.; Kessler, T. 265 Phage Therapy for the Treatment for Urinary Tract Infection: Results of in-Vitro Screenings and in-Vivo Application Using Commercially Available Bacteriophage Cocktails. European Urology Supplements 2016, 15, e265, doi:10.1016/S1569-9056(16)60267-1.