25.03.2021

BBC: Viruses that can save human lives

ბრი­ტა­ნულ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია მსოფ­ლი­ო­ში გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ფა­გე­ბის შეს­წავ­ლა­სა და წარ­მა­ტე­ბულ ფა­გო­თე­რა­პი­ა­ში. სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია “სპე­ცი­ფი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ვირუ­სე­ბის“ – ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის უნი­კა­ლურ როლ­ზე ადა­მი­ა­ნის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის საქ­მე­ში, ამას­თან ერ­თად ხაზ­გას­მუ­ლია ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტის მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი და ექი­მე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია ერთ-ერთი ფრან­გი კის­ტო­ზუ­რი ფიბ­რო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გამო “ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუტ­თან“ ასო­ცი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში „ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრში“ პე­რი­ო­დუ­ლად მკურ­ნა­ლობს ფა­გე­ბით. ფა­გო­თე­რა­პი­ის პირ­ვე­ლი­ვე კურ­სის დროს, ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ი­ღო შე­დე­გი და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და. ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ან­ტი­ბი­ო­ტი­კო-რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით არი­ან და­ა­ვა­დე­ბულ­ნი. ამ­ჟა­მად, სამ­წუ­ხა­როდ, Covid-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის გამო, პა­ცი­ენ­ტებს უჭირთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, თუმ­ცა იმე­დი აქვთ, რომ სულ მალე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მათი მკურ­ნა­ლო­ბის თბი­ლის­ში გაგ­რძე­ლე­ბა, წერს BBC Future.
 
სამ­წუ­ხა­როდ, ფა­გო­თე­რა­პია უცხო­ეთ­ში არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი თე­რა­პი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფა­გე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით წარ­მა­ტე­ბით იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აშშ-ში რა­მო­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მძი­მე ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით. ბელ­გი­ა­ში ფა­გო­თე­რა­პია უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის ე.წ. პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ფა­გო­თე­რა­პი­ის, რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, ინ­სტი­ტუ­ტის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და მას­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბით უნდა მოხ­დეს. ინ­სტი­ტუ­ტი გა­ნაგ­რძობს თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან, ტრა­დი­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ახ­ლაც, არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, კერ­ძოდ, უცხო­ელ პა­ცი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, ონ­ლა­ინ სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით, ასე­ვე მუ­შა­ობს ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან მი­სა­და­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით – ვკი­თხუ­ლობთ BBC FUTURE-ის სტა­ტი­ა­ში.

ელი­ა­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი

მის: გო­თუ­ას ქუჩა #3

ტელ: +995322370215 ; +995599370210

ელ-ფოს­ტა: info@pha.ge