10.11.2020

საქართველოში შექმნილი ფაგები,რომლებსაც მსოფლიო აღიარებს

მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მრა­ვალ­გვა­რი გზა არ­სე­ბობს, თუმ­ცა მე­დი­ცი­ნა მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და წლი­დან წლამ­დე იქ­მნე­ბა ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის ახა­ლი გზე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია ფა­გო­თე­რა­პი­ას, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გზაა. სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას არ აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და სწო­რედ ეს არის მისი უნი­კა­ლუ­რო­ბის ერთ–ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი თბი­ლის­ში თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნეა არ­სე­ბობს და მას­ში 1000-ზე მეტი ფა­გია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. კო­ლექ­ცია, ასე­ვე, მო­ი­ცავს 44 გვა­რი­სა და 180 ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­ხე­ო­ბის 12 000-ზე მეტ ბაქ­ტე­რი­ულ შტამს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყო­ფი­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. ფა­გო­თე­რა­პი­ის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბი­სას ერთი ფან­ჯრის პრინ­ციპ­ზე თა­ვად გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი მზია ქუ­თა­თე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა არის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი? ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი ან ფაგი არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ამორ­ჩე­ვით ანად­გუ­რებს ბაქ­ტე­რი­ულ უჯრე­დებს. ის აქ­ტი­უ­რად მრავ­ლდე­ბა ბაქ­ტე­რი­ის შიგ­ნით და იწ­ვევს მის დაშ­ლას. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი ფარ­თოდ არი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მო­ში. თა­ვი­სი ცხო­ველ­ქმე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­გე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ში. რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით? გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი თბი­ლის­ში, 1923 წელს და­არ­სდა და დღემ­დე გო­თუ­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა­ში, გა­მო­ჩე­ნილ ქარ­თველ მიკ­რო­ბი­ო­ლოგ გი­ორ­გი ელი­ა­ვას­თან ერ­თად, დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის კა­ნა­დელ მეც­ნი­ერს, ფე­ლიქს დე­რელს, რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის ფე­ნო­მე­ნის ერთ-ერთი აღ­მომ­ჩე­ნია. 1930-იან წლებ­ში, ეს ორი მეც­ნი­ე­რი ერ­თად მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც და­ი­ბა­და იდეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის, ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის მსოფ­ლიო ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის (ვაქ­ცი­ნე­ბი, შრა­ტე­ბი, დი­აგ­ნოს­ტი­კუ­მე­ბი, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი) შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და წარ­მო­ე­ბა­ში. დღეს, გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ფარ­თო და ღი­რე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი შტა­მე­ბი­სა და მათ მი­მართ აქ­ტი­უ­რი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის კო­ლექ­ცი­ით.

ამ­ჟა­მად, ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტის შტა­მე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის ეროვ­ნულ კო­ლექ­ცი­ა­ში, ადა­მი­ა­ნის, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი გა­მომ­წვე­ვე­ბის მი­მართ 1000-ზე მეტი სპე­ცი­ფი­უ­რი ფა­გია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. კო­ლექ­ცია, ასე­ვე მო­ი­ცავს 44 გვა­რი­სა და 180 ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­ხე­ო­ბის 12 000-ზე მეტ ბაქ­ტე­რი­ულ შტამს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყო­ფი­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე (ევ­რო­პა, აზია, ავ­სტრა­ლია და აფ­რი­კა). ინ­სტი­ტუ­ტში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა კვლე­ვე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი მა­ინც ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის შექ­მნა და შეს­წავ­ლაა, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ცხო­ველ­თა, მცე­ნა­რე­თა და გა­რე­მოს და­სა­ცა­ვად.

რა­ტომ არის ფა­გო­თე­რა­პია მკურ­ნა­ლო­ბის უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი? ფა­გო­თე­რა­პია – მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­დე­გი­ა­ნი ქრო­ნი­კუ­ლი, მათ შო­რის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი მდგრა­დი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს. ფაგი წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის ისეთ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებს, რო­გო­რი­ცაა მაგ. მე­ტი­ცი­ლინ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი სტა­ფი­ლო­კო­კი (MRSA), ბეტა-ლაქ­ტა­მა­ზე­ბის წარ­მომ­ქმნე­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი (ESBL), კარ­ბა­პე­ნემ-რე­ზი­ტენ­ტუ­ლი (CRE) და ვან­კო­მი­ცინ-რე­ზის­ტენ­ტუ­ლი (VRE) შტა­მე­ბი, რაც დღე­ვან­დე­ლი მე­დი­ცი­ნის დი­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ფაგი, ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბი­ო­ფილ­მე­ბის დროს, რო­დე­საც მე­დი­კა­მენ­ტის შეღ­წე­ვა ბი­ო­ფილ­მებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. ფა­გის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ იწ­ვევს გვერ­დით მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი. ეს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ვირუ­სი, ასე­ვე ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მში ნორ­მა­ლუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და აღ­დგე­ნას (მაგ. ნაწ­ლა­ვის ნორ­მა­ლუ­რი მიკროფ­ლო­რა). მსოფ­ლი­ო­ში, დღე­ვან­დე­ლი მზარ­დი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო-რე­ზის­ტენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში, ფა­გო­თე­რა­პია, რო­მე­ლიც თით­ქმის ერთ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მო­მავ­ლის მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დარ­გად.

რას ნიშ­ნავს ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბი­სას ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პი? გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, მას­თან ასო­ცი­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად წარ­მო­ად­გენს ე.წ. კონ­სორ­ცი­უმს, რო­მე­ლიც ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კერ­ძოდ, ერ­თი­და­ი­გი­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­მოყ­რი­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა, ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი – სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და აფ­თი­ა­ქი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­ერ­თო იდე­ე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გარ­შე­მო, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ეფექ­ტურ, ფაგ­ზე-და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას. სწო­რედ, ერთ სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ჯან­სა­ღი და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა აძ­ლი­ე­რებს და აუმ­ჯო­ბე­სებს ურ­თი­ერთ მოღ­ვა­წე­ო­ბას, რაც ხდის მათ წარ­მა­ტე­ბულ და მო­წი­ნა­ვე კომ­პა­ნი­ად მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი მის: გო­თუ­ას ქუჩა #3 ტელ: +995 32 2 37 02 15 ელ-ფოს­ტა: info@pha.ge

წყარო : https://www.ambebi.ge/article/251462-sakartveloshi-shekmnili-pagebi-romlebsac-msoplio-ag/?fbclid=IwAR1pdgw3zlVNr3EqXBiBW5LHVb-EyCyY0wtNENXj3ZDXcEVLV_WHG6Bx7OY