17.12.2021

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა. პროგრამა საშუალებას აძლევს მეცნიერებს, ერთობლივი პროექტები განახორციელონ ევროპელ კოლეგებთან ერთად. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ახალ განზომილებაში გადაიყვანს უკვე ინტენსიურად მიმდინარე კვლევებს, რომლებიც სამეცნიერო ინსტიტუტებში მიმდინარეობს. საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქალბატონი ნინო ჭანიშვილი, გ.ელიავას ბაქტერიოფაგიის ,მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. მან ისაუბრა იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც მას და მის კოლეგებს გააჩნიათ ევროკომისიის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესახებ.