ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მენეჯმენტის მსოფლიო კონგრესი
ელიავას სახ. ინსტიტუტის დირექტორი, მზია ქუთათელაძე დაესწრო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მენეჯმენტის მსოფლიო კონგრესს (CSCM 2023), რომელიც ჩატარდა 23-27 ოქტომბერს ხორვატიაში. ელიავას სახელობის ინსტიტუტი წარმოადგენდა კონგრესის მხარდამჭერ ორგანიზაციას. საერთაშორისო ღონისძიებაზე შეიკრიბა მედიცინის, ტოქსიკოლოგიის, ბიოქიმიური მეცნიერებების, ფიზიკისა და ბიოტექნოლოგიის სფეროებში მომუშავე 250-ზე მეტი პროფესიონალი, ასევე სამხედრო და პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელების შემცირებასა და აღკვეთაში. ქალბატონმა მზია ქუთათელაძემ წარადგინა მოხსენება „მომავალი ბიოლოგიური საფრთხეები – ბაქტერიოფაგების როლის შეფასება თანამედროვე ბიოლოგიური საფრთხეეების საპასუხოდ“.