დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: “ბაქტერიოფაგები: ჯანსაღი ეკოსისტემის გარანტი”
ამა წლის 3 ოქტომბერს, ელიავას სახელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა ქალბატონმა მზია ქუთათელაძემ და ქალბატონმა ნინა ჭანიშვილმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაში. შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო დღეს, გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებაზე პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „ბაქტერიოფაგები: ჯანსაღი ეკოსისტემის გარანტი“. ელიავას სახელობის ინსტიტუტის მეცნიერები მონაწილეობდნენ პანელურ დისკუსიაში, რომელშიც მათ მიერ წარმოდგენილ იქნა ელიავას სახ. ინსტიტუტის მიღწევები ფაგების შესწავლასა და გამოყენებაში, ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო პროექტების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბაქტერიოფაგების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ.