გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, თავის მდიდარ ტრადიციებზე დაყრდნობით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას გამოყენებით მიკრობიოლოგიასა და ბაქტერიოფაგების კვლევაში.
ჩვენი მისია: ბაქტერიოფაგიის შესახებ უნიკალური ცოდნის გადაცემა თაობიდან თაობაში და დარგის მომავალი განვითარება; ახალი ფაგური პრეპარატების შექმნა და მათი გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა სხვადასხვა სფეროში.