გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრა აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (US CDC) მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩაკ (ჩარლზ) ვაიტეკი, CDC-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი. სტუმრობის ფარგლებში მათ მოისმინეს პრეზენტაცია ელიავას ინსტიტუტის გამოცდილებასა და აქტივობების შესახებ. აგრეთვე, მიმდინარე დისკუსიის დროს გამოიკვეთა ელიავას ინსტიტუტსა და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის საქმიანი ურთიერთობის შესაძლებლობები. შეხვედრის მეორე ნაწილში, სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის მუზეუმი და ბიბლიოთეკა, ასევე მოინახულეს ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი და ელიავას ავტორიზებული აფთიაქი.