გ. ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნათია ქარუმიძემ მონაწილეობა მიიღო ფულბრაიტის ფაკულტეტის განვითარების პროგრამით (2021-22) (Fulbright Faculty Development Program) გათვალისწინებულ კონკურსში. ნათიამ კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო საგრანტო დაფინანსება, რომლის მეშვეობით იგი გაივლის 4 თვიან (17 იანვარი – 19 მაისი, 2022) სტაჟირებას ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში (აშშ). მისი ხელმძღვანელია ცნობილი მეცნიერი მაიკლ გილმორი.