07.02.2025

ელიავას ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში

დიდი ბრიტანეთის „საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ქსელის  PIFS (Phages in Food Safety) ჯგუფის მოწვევით 2025 წლის 4-6 თებერვალს, ელიავას ინსტიტუტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში. ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები იმყოფებოდნენ   კომპანია CPI Biologics ცენტრალურ ოფისში, ლესტერისა  და ჰერფორდშირის უნივერსიტეტებში. 7 თებერვალს, ინსტიტუტის დირექტორს, მზია ქუთათელაძეს  ჰქონდა შეხვედრები დიდი ბრიტანეთის „სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციების სააგენტოში“ . 

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო დიდი ბრიტანეთის  წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივი კვლევების შესაძლებლობების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრების ფარგლებში, მოხდა ორივე მხარის წარმომადგნელების მიერ გარკვეული გამოცდილების გაზიარება, ბაქტერიოფაგების შესწავლის და ფაგური თერაპიის კუთხით.  ინსტიტუტის  მეცნიერებმა  მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განიხილეს კონკრეტული კვლევითი მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ფაგების გამოყენების შესაძლებლობების  და  მასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტების განვითარებას.

ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვან ნაბიჯია  ბაქტერიოფაგების შესახებ კვლევების გაღრმავებისთვის, ასევე  ფაგური თერაპიის ლეგალური აღიარებისთვის პირობების შემუშავებაში.   აღნიშნული სამეცნიერო ურთიერთობები  კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალ სამეცნიერო ინიციატივებსა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცებას.