11.02.2025
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე
11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თავმჯდომარემ, თეიმურაზ დოჭვირმა, მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი მზია ქუთათელაძე.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს მეცნიერებაში ქალთა როლის აღიარებასა და პოპულარიზაციას. ამ დღის მიზანია უფრო მეტი ქალი და გოგონა ჩართოს კვლევებში და ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებას სამეცნიერო გარემოში.