3-დღიანი კურსი ფაგოთერაპიაში: „ფაგოთერაპია და ფაგით-წარმოებული ცილები - ორმაგი სტრატეგია ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგოდ და დიაგნოსტიკური ინოვაციებისთვის“
გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს 3-დღიან კურსს ექიმებისა და მეცნიერებისთვის: „ ფაგოთერაპია და ფაგით-წარმოებული ცილები: ორმაგი სტრატეგია ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგოდ და დიაგნოსტიკური ინოვაციებისთვის“. კურსი ტარდება კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა ევროპის ასოციაციის (ESCMID) მხარდაჭერით. ღონისძიებას დაესწრებიან არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც. კურსი შედგება ორი ნაწილისაგან: თეორიული, რომელზეც მოხსენებებით წარდგებიან ფაგების კვლევის და გამოყენების მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები, მეცნიერები და ექიმები; და პრაქტიკული, რომელიც მიეძღვნება ფაგო-მგრძნობელობის შეფასების სტანდარტების ჩამოყალიბებას.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციას გაეცანით მოცემულ ბმულზე :