22.02.2023

გერმანიის ელჩის, მისი აღმატებულება ერნსტ პიტერ ფიშერის სტუმრობა

გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ გერმანიის ელჩი, მისი აღმატებულება ერნსტ პიტერ ფიშერი, ეკონომიკისა და განვითარების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელი სუზან რაკი და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი სარა ზიელონკა. ინსტიტუტის დირექტორმა, მზია ქუთათელაძემ, თავის კოლეგებთან ლიზი ზალდასტანიშვილთან, სოფო რიგვავასა და ვახტანგ ფავლენიშვილთან ერთად სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ელიავას სახ. ინსტიტუტის, მიმდინარე პროექტებისა და პერსპექტივების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ასევე იმყოფებოდნენ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში.