21.10.2022
მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში “BioJapan 2022”
ელიავას კონსორციუმის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იაპონიაში, ქალაქ იოკოჰამაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში “BioJapan 2022”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გ. ელიავას ინსტიტუტისა და ელიავას კონსორციუმის წევრი კომპანიების მიერ წარმოებული ბაქტერიოფაგური პრეპარატები და მომსახურებები, როგორც სამეცნიერო, ასევე ფაგოთერაპიული მიმართულებით.
ელიავას კონსორციუმის გუნდი აქტიურად მუშაობს, ქართული, უნიკალური ფაგური სამეცნიერო ტექნოლოგიებისა და პროდუქციის ექსპორტზე გატანაზე იაპონიის ბაზარზე.