16.09.2022
სამხედრო მედიცინის 44-ე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობა
ელიავას ინსტიტუტის მეცნიერებმა მზია ქუთათელაძემ და ნინა ჭანიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ქ.ბრიუსელში (5-8 სექტემბერი, ბელგია) გამართულ სამხედრო მედიცინის 44-ე მსოფლიო კონგრესში. მათ წარმოადგინეს მოხსენებები ელიავას ინსტიტუტის ფაგოთერაპიაში გამოცდილებისა და პერსპექტივების შესახებ, ასევე ფაგოთერაპიის ისტორიულ გამოცდილებაზე სამხედრო მედიცინაში.