04.08.2022
გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „მიკრობების ვირუსები 2022“
გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „მიკრობების ვირუსები 2022“ (VOM 2022), რომელიც გაიმართა 18-22 ივლისს, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო უახლესი სამეცნიერო მიღწევები ბაქტერიული ვირუსების ბიოლოგიაში. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბაქტერიოფაგების მნიშნვნელობა კვების ტექნოლოგიაში, ვეტერინარიაში, გარემოს დაცვისა და ფაგოთერაპიის მიმართულებით.
კონფერენციას ესწრებოდა დაახლოებით 700 მეცნიერი მსოფლიოს 48 ქვეყნიდან. ელიავას ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერებმა წარადგინეს სტენდური მოხსენებები ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების შესახებ.