22.05.2024

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალურ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის, კვლევისა და განვითარების ჰაბის საერთაშორისო ღონისძიებაზე

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO EURO) და გლობალურ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის, კვლევისა და განვითარების ჰაბის (Global AMR R&D Hub) საერთაშორისო ღონისძიებაზე —„ბაქტერიოფაგების ფართო გამოყენება ანტიმიკრობულ რეზისიტენტობასთან ბროძოლაში ერთიანი ჯანმრთელობის პერსპექტივიდან”. ღონისძიებას უმასპინძლა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC). ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბაქტერიოფაგების კვლევისა და გამოყენების ქართველი და უცხოელი ექსოერტები, მოხსენებით გამოვიდა ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინტიტუტის დირექტორი, ქალბატონი მზია ქუთათელაძე. სხვა თემებთან ერთად მან ისაუბრა საქართველოში ბაქტერიოფაგების შესწავლის, მათი წარმოებიდს და კლინიკური გამოყენებისა ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებზე. 2 დღიან ღონისძიებაზე განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროკავშირის სივრცეში შესაბამისი საკანონმდებლო / პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების აუცილებლობას, ასევე “ერთიანი ჯანდაცვის” სფეროში ბაქგერიოფაგების გამოყენების მნიშვნელობას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ელიავას სახ. ინსტიტუტის მეცნიერები, ასევე ელიავას კონსორციუმის წევრი კომპანიების  (“ელიავა ბიოპრეპატარების”, “ელიავა ფაგოთერაპიის ცენტრი”) წარმომადგენლები