ახალგაზრდა მკვლევარი ელისაბედ ზალდასტანიშვილი შეირჩა საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სამთვიანი კვლევითი ვიზიტის განსახორციელებლად დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებების ფაკულტეტზე
“ელისაბედ ზალდასტანიშვილი გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევარია, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 119 აპლიკანტს შორის შეირჩა სამთვიანი კვლევითი ვიზიტის განსახორციელებლად დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) გამოყენებითი მეცნიერებების ფაკულტეტზე.
ელისაბედის კვლევა უკავშირდება ბაქტერიების ისეთი ვირუსების (ბაქტერიოფაგების) შექმნას, რომელთან ექნებათ ანტიფაგური რეზისტენტობის გადალახვის უნარი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ფაგოტერაპიის, როგორც ანტიმიკრობული მკურნალობის ალტერნატივის განვითარებისათვის.”
ვიდეო რგოლი შექმნილია “საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (დაად).