სახელმწიფოს მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებად ბაქტერიოფაგები დასახელდა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ახალი სტრატეგიის წარდგენისას სახელმწიფოს მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებად ბაქტერიოფაგები დასახელდა.
საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი – დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია.
შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და ქვეყანას აქვს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით;
დაბოლოს, აგროტექნოლოგიები .
ვრცლად იხილეთ სტატია : https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=596&info_id=87876&fbclid=IwAR00Z46t71ScH8XHmsEJiR6Yt5RWYWwn_hYyq_F9H0rOWCNSmD42O-mQl9k