13.03.2024

დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო დელეგაციის სტუმრობა

ამა წლის 12 მარტს გ.ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო დელეგაციას.

სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის თანამშრომლობაზე ფოკუსირებით, ვიზიტის მიზნები იყო: არსებული ურთიერთობების გაძლიერება, სინერგიებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის აპლიკაციების პრიორიტეტიზაცია: ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სექტორებში პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირება, სადაც ფაგის ტექნოლოგია შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის სექტორებში.

ინსტიტუტის მეცნიერებმა ნინა ჭანიშვილმა და მარინა თედიაშვილმა წარმოადგინეს ინფორმაცია ელიავას ინსტიტუტის, მისი საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ვახტანგ ფავლენიშვილმა წარმოადგინა ინფორმაცია კომპანია „ელიავა-ბიოპრეპარატების“, გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივები ფაგის პრეპარატების განვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ფაგების გამოყენება და მისი ფართო მასშტაბით ლეგალური აღიარება.სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მუზეუმი, ასევე ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი.