უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი
ამა წლის 31 იანვარს, გ.ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა უმასპინძლა უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დელეგაციას. სტუმრებს შორის გახლდათ პოლკოვნიკი ელი ლოზანო, მეთაური, პოლკოვნიკი მარა კრეიშმან-დეიტრიკი, მეცნიერებათა დოქტორი, მეთაურის მოადგილე, სარდლობის სერჟანტი მაიორი დონალდ გროსი, პოლკოვნიკი მეთიუ შერერი, მაიორი თომას მიუზი და უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლები.
ელიავას ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა მზია ქუთათელაძემ წარადგინა ინფორმაცია ელიავას ინსტიტუტის, მისი საქმიანობის, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ფაგების გამოყენების და მისი ფართო მასშტაბით ლეგალური აღიარების სიძნელეები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მუზეუმი, ასევე ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი.