25.09.2023
სამეცნიერო- საგანმანათლებლო ღონისძიება „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“
2023 წლის 19-20 სექტემბერს გ. ელიავას სახელობის, ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“. სამეცნიერო- საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა ქალაქ ბათუმში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით. ინსტიტუტის საქმიანობა დამსწრე საზოგადოებას ინტერაქტიული, საინტერესო და გასართობი ხასიათის აქტივობებით წარუდგინეს ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებმა: ლიკა ლეშკაშელმა, თამარ თათრიშვილმა, მარიტა ჭიჭაშვილმა და სოფო სტურუამ.