04.09.2023

საფრანგეთის პარლამენტის სამეცნიერო ოფისის თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონ კატერინა პროკაჩიას და ხელმძღვანელის ქალბატონ ბენედიქტ რუჟეს ვიზიტი

ამა წლის 4 სექტემბერს, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ საფრანგეთის პარლამენტის სამეცნიერო ოფისის თავმჯდომარის მოადგილე, სენატორი ქალბატონი კატერინა პროკაჩია, ქალბატონი კატერინა პროკაჩია, სენატორი, საფრანგეთის პარლამენტის სამეცნიერო ოფისის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ბენედიქტ რუჟე, პარლამენტის სამეცნიერო ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ბენედიქტ რუჟე და საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ალექსანდრა რიჩტერი.
სტუმრებს შეხვდა ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი მზია ქუთათელაძე, რომელმაც  სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ელიავას სახელობის ინსტიტუტზე და მიმდინარე სამეცნიერო მიმართულებების შესახებ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტსა და საფრანგეთის კვლევით დაწესებულებებს შორის ფაგურ თერაპიაში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლო სამომავლო გეგმები.