29.03.2023

ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორის, ქალბატონ ვენტა კოჩერეს სტუმრობა

გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვია ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი, ქალბატონი ვენტა კოჩერე, რომელმაც, ავტორის, პოლ პამპენსის თხოვნით, ინსტიტუტის ბიბლიოთეკას საჩუქარად გადასცა მისი ახალი წიგნები: „ Virus like particles” და „Single-stranded RNA Phages”. ქალბატონი ვენტამ დაათვალიერა ინსტიტუტის ბიბლიოთეკა და მუზეუმი. გაეცნო ელიავას სახ. ინსტიტუტის საქმიანობას.