29.06.2022
ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის წევრის და ევროპარლამენტარის, ქალბატონ მიშელ რივასის სტუმრობა
გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს საფრანგეთიდან ეწვივნენ ქალბატონი მიშელ რივასი, ევროპარლამენტარი და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის წევრი, ასევე მისი მრჩევლები, თამარ გუგულაშვილი, კამილე ზაკარ, მარი-ალიქს ვერჰოვენი და მაქსალს ლაიე. ქალბატონი მიშელი დიდი ხანია დაინტერესებულია ფაგოთერაპიით, სწორედ ეს გახლდათ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოში. მას სურდა გაცნობოდა ელიავას ინსტიტუტს, მის საქმიანობას და დაესახა გეგმები მომავალი ურთიერთთანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ვიზიტი ასევე ითვალისწინებდა ფაგოთერაპიის ევროპაში აღიარების შესაძლებლობების განხილვას.