30.05.2022
Croix-Rousse ჰოსპიტალის, ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა სამსახურის ჯგუფის ხელმძღვანელის, ექიმი ტრისტან ფერის და მისი კოლეგების სტუმრობა
გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ Croix-Rousse ჰოსპიტალის, ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა სამსახურის ჯგუფის ხელმძღვანელი, ექიმი ტრისტან ფერი და მისი კოლეგები. ექიმი ფერი წარმატებით იყენებს ფაგოთერაპიას იმპლანტ-ასოცირებული ინფექციების სამკურნალოდ. ფრანგ სტუმრებთან ერთად, ელიავას ინსტიტუტი ასევე მასპინძლობდა სტუმრებს სომხეთიდან: ვიგმორის (Wigmore clinic) კლინიკის დირექტორის მოადგილეს, შაჰან მნაცაკანიანს და ექიმ-მიკრობიოლოგს ამავე კლინიკიდან. ვიზიტის მიზანი იყო იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ელიავას ინსტიტუტს ფაგოთერაპიის მიმართულებით გააჩნია, ასევე ფაგებით მკურნალობის ხელშეწყობა და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.