21.10.2024
გ. ელიავას სახელობის, ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში „ახალგაზრდა მეცნიერები უკეთესი მომავლისთვის“
2024 წლის 17-18 ოქტომბერს გ. ელიავას სახელობის, ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში „ახალგაზრდა მეცნიერები უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ქალაქ ბათუმში. ღონისძიების ფარგლებში ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებმა: თამარ თათრიშვილმა, სოფო სტურუამ და ქეთევან ცანავამ დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და გასართობი აქტივობების მეშვეობით გააცნეს ინსტიტუტის საქმიანობა და მიმდინარე კვლევები.