12.11.2024

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ელისაბედ ზალდასტანიშვილი დაჯილდოვდა სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში აქტიური ჩართულობისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში აქტიური ჩართულობისთვის პრემიით დაჯილდოვდა ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი , ელისაბედ ზალდასტანიშვილი.