09.09.2024

ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი ელიავას ინსტიტუტში

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს და ელიავა ფაგოთერაპიის ცენტრს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის მოადგილე , თეა გიორგაძე ესტუმრნენ. ინსტიტუტის დირექტორმა, მზია ქუთათელაძემ, სტუმრებს გააცნო ინსტიტუტის საქმიანობა, მიმდინარე კვლევები და სამომავლო გეგმები.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაქტერიოფაგების მიმართ ინტერესი საერთაშორისო დონეზე უფრო მეტად იზრდება, რაც ანტიბიოტიკო რეზისტენტული შტამების გავრცელებით არის განპირობებული და ელიავას ინსტიტუტის როლი ამ პროცესში გადამწყვეტია. ფაგებით მკურნალობა, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების პირობებში, მეტად აქტუალური ხდება და მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სახელმწიფოსა და ინსტიტუტების თანამშრომლობას ამ სფეროს განვითარებისკენ.