23.09.2024

ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები“

23 სექტემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ჩატარდა კონფერენცია-„მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევრებმა. ჟიურის მიერ გამოვლინდა სამი გამარჯვებული: ერთი მეორე ადგილი, რომლის გამარჯვებულიც გახდა ინსტიტუტის ზოგადი მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, მარიტა ჭიჭაშვილი და ორი მესამე ადგილი.