ელიავას ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბაქტერიოფაგების მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში რომელიც, ჩინეთში გაიმართა
ელიავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა, მზია ქუთათელაძემ და ამავე ინსტიტუტის მიკრობული ეკოლოგიის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღეს ბაქტერიოფაგების მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 8-16 ნოემბერს ქ. ნანჯინგში, ჩინეთი. კონფერენციაზე მზია ქუთათელაძემ წარმოადგინა ზეპირი მოხსენება ელიავას სახელობის ინსტიტუტის გამოცდილებისა და პერსპექტივების შესახებ ბაქტერიოფაგიაში და ფაგურ თერაპიაში. ინსტიტუტის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრები ჩინეთის, აშშ, ავტრალიის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერებთან.
ქალბატონმა მზია ქუთათელაძემ ასევე მოინახულა ფაგური პრეპარატების მწარმოებელი კომპანია CreatiPhage-ი შანხაიში, იგი ასევე ზეპირი მოხსენებით წარსდგა პეკინში, ჩინეთის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში.