საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ფაგის ფუნდამენტური კვლევის შესახებ

მასპინძელი – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

20-28 ივნისი 2024 თბილისი, საქართველო

 

 

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი აწყობს მე-3 საზაფხულო სკოლას ფაგების ფუნდამენტური კვლევის შესახებ. საზაფხულო სკოლა განკუთვნილია მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის. საზაფხულო სკოლა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს ბიოინფორმატიკაში, ლექციებს და პრაქტიკულ სესიებს, რომლებიც მოიცავს ბაქტერიოფაგების გამოყოფის, შერჩევისა და დახასიათების აუცილებელ მეთოდოლოგიას.

 

ფორმატი: კურსის პირველი მოდული ითვალისწინებს ორდღიან ვორკშოპს ფაგისა და ბაქტერიული გენომის ანოტაციაზე. მეორე მოდული მოიცავს ლექციებს და ლაბორატორიულ პრაქტიკას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბაქტერიოფაგების შესწავლის ძირითად მეთოდოლოგიაზე. ლექციებს წაიკითხავენ ფაგის კვლევის სფეროში გამოცდილი მეცნიერები. დეტალური ინფორმაცია მომხსენებლებისა და სალექციო თემების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება საზაფხულო სკოლის გამოცხადებიდან მალევე. პრაქტიკული ლაბორატორიული სესიები ძირითად მოიცავს მიკრობიოლოგიურ მეთოდებს, როგორებიცაა ფაგის გამოყოფა, ფაგომგრძნობელობის განსაზღვრა, ფაგის სუფთა ხაზების მიღება, ბაქტერიოფაგების ტიტრის განსაზღვრა მყარ და თხევად საკვებ არეში, დათესვის ეფექტურობის  და ფაგის ადსორბციის შეფასება და ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპით  ვირიონის მორფოლოგიის შესწავლა.

 

პროგრამა:

ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2024

10:00- 10:30         მისასალმებელი ცერემონია და რეგისტრაცია

10:30-12:00          გენომის ანოტაციის ვორკშოფი –რებეკა ვატამი, ასოცირებული პროფესორი, ბიოკომპლექსურობის ინსტიტუტი, ვირჯინიის უნივერსიტეტი

12:00-13:00          სადილი

13:00- 15:00         ფაგის გენომის ანოტაციის ვორკშოფი –რებეკა ვატამი, ასოცირებული პროფესორი, ბიოკომპლექსურობის ინსტიტუტი, ვირჯინიის უნივერსიტეტი

15:00-15:30          შესვენება

15:30- 16:30         კითხვა-პასუხი

პარასკევი, 21 ივნისი, 2024

10:00- 12:30         ფაგის გენომის ანოტაციის ვორკშოფი– რებეკა ვატამი, ასოცირებული პროფესორი, ბიოკომპლექსურობის ინსტიტუტი, ვირჯინიის უნივერსიტეტი

12:30-13:30           სადილი

13:30- 15:30         ფაგის გენომის ანოტაციის ვორკშოფი –რებეკა ვატამი, ასოცირებული პროფესორი, ბიოკომპლექსურობის ინსტიტუტი, ვირჯინიის უნივერსიტეტი

15:30-16:00          შესვენება

16:00- 16:30         კითხვა-პასუხი

შაბათი, 22 ივნისი, 2024

ექსკურსია           ღვინის ტური (არჩევითი)

ორშაბათი, 24 ივნისი, 2024

10:00 – 11:00        კოლექტიური იმუნიტეტი – როგორ გრძნობენ და რეაგირებენ ბაქტერიები საფრთხეზე- ნინა მოლინ ჰოილანდი კროგსბო, ასოცირებული პროფესორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი

11:00 -11:30          შესავალი  ლაბორატორიაში მუშაობის ბიოლოგიური უსაფრთხობის პროცედურებში

11:30-12:30           სადილი

12:30- 16:30         პრაქტიკული სესიები:

  •  ჩამდინარე წყლების აღება
  •  ბაქტერიოფაგების გამოყოფა: ნაწილი 1.

16:30-17:00           შესვენება/კითხვა-პასუხი

სამშაბათი, 25 ივნისი, 2024

10:00- 11:00          არქეების ვირუსების მრავალფეროვნება – დავით ფრანგიშვილი, პროფესორი პასტერის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11:00-12:00           პრაქტიკული სესიები:

  •  ბაქტერიოფაგების გამოყოფა: ნაწილი 2.
  •  ფაგომგრძნობელობის განსაზღვრა

12:00-13:00           სადილი

13:00- 16:00          პრაქტიკული სესიები:

  •  ფაგების ტიტრის განსაზღვრა გრაციას მეთოდით
  •  ფაგების ტიტრის განსაზღვრა აპელმანის მეთოდით

16:00-16:30           კითხვა-პასუხი/შესვენება

ოთხშაბათი, 26 ივნისი, 2024

10:00- 11:00          ელიავას ინსტიტუტში მიმდინარე პროექტები და აქტივობები – მზია ქუთათელაძე, ელიავას ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

11:00-12:30           პრაქტიკული სესიები:

  •  შედეგებზე დაკვირვება და ინტერპრეტაცია
  •  ფაგის სუფთა ხაზების მიღება • EOP/TEM

12:30-13:30            სადილი

13:30- 15:30           პრაქტიკული სესიები:

  •  შედეგებზე დაკვირვება და ინტერპრეტაცია
  •  ფაგის სუფთა ხაზების მიღება • EOP/TEM

15:30-16:00            კითხვა-პასუხი/შესვენება

ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2024

10:00- 12:00          ბაქტერიოფაგებით მკურნალობის რეტროსპექტული მიმოხილვა – მარიამ დადიანი, ექიმი, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი/ტური ფაგოთერაპიის ცენტრში

12:00-13:00            სადილი

13:00- 15:30           პრაქტიკული სესიები:

  •  შედეგებზე დაკვირვება და ინტერპრეტაცია
  •  ფაგის ადსორბციის განსაზღვრა

15:30-16:00            კითხვა-პასუხი/შესვენება

პარასკევი, 28 ივნისი, 2024

10:00- 11:30           შედეგის შეჯამება/დისკუსია

11:30-15:00            დახურვის ცერემონია

 

სამუშაო ენა: ინგლისური

 

რეგისტრაციის საფასური: პირველი და მეორე მოდული – 550 ევრო

მხოლოდ პირველი მოდული – 150 ევრო

მხოლოდ მეორე მოდული – 450 ევრო

 

მოდული პირველი: გენომის ანოტაცია 2024 წლის 20-21 ივნისი

მოდული მეორე: ფაგის ფუნდამენტური კვლევა 24-28 ივნისი, 2024 წ

 

*რეგისტრაციის საფასური მოიცავს ტრანსპორტირებას სინჯების ასაღებად,  ლაბორატორიის სახარჯ მასალას, სემინარის მასალებს, შესვენებას, სადილს, დასწრების სერთიფიკატს.

* რეგისტრაციის საფასური არ მოიცავს ექსკურსიას. კახეთი/ღვინის ტური – 60 ევრო.

 

რეკომენდირებული სასტუმროები : Ameri plaza Tbilisihttps://www.booking.com/Share-XdGXjT ,

Onyx Hotelhttps://www.booking.com/Share-Hwr36d  , Episode Tbilisihttps://www.booking.com/Share-RY6M7Ih , Venesahttps://www.booking.com/Share-HjZsbPs , Mia B&B Tbilisihttps://www.booking.com/Share-Xig5c6H .