16.09.2026

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026 ბათუმში

ამა წლის 16 სექტემბერს, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი შეუერთდა რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ქალაქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა თაობისათვის მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო მიღწევებისა და საქმიანობის გაცნობა. ელიავას სახელობის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებმა, სტუმრებს საინტერესო, სახალისო და სადემონსტრაციო აქტივობები წარუდგინეს. ფესტივალის ფარგლებში, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ბაქტერიოფაგების შესახებ, ასევე ფაგოთერაპიის, როგორც ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის შესაძლებლობებისა და ინსტიტუტის კვლევითი საქმიანობის შესახებ.