„ბაქტერიოფაგები - დავიწყებული თერაპიიდან ახალ პერსპექტივებამდე“ - მთავარი მოხსენება კრაკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე
2026 წლის 13-16 ოქტომბერს, ქალბატონი მზია ქუთათელაძე მიწვეული იყო მოლეკულური ბიომეცნიერებების დოქტორებისა და პოსტ-დოქტორების მე-5 საერთაშორისო კონფენერციაზე: „სიცოცხლის კოდი: გენომიდან მრავალმიმართულებიანი ბიოლოგიისკენ“, რომელიც ჩატარდა იაგელონიის უნივერსიტეტში ქ. კრაკოვში (პოლონეთი). კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის ბიოქიმიის საზოგადოებების ფედერაცია (FEBS) და ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება (IUBMB). მზია ქუთათელაძემ კონფერენციაზე წარმოადგინა მთავარი მოხსენება: „ბაქტერიოფაგები - დავიწყებული თერაპიიდან ახალ პერსპექტივებამდე“.
კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა მიმართულებისა და დისციპლინის საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს ახალგაზრდა თაობის მეცნიერებსა და სამედიცინო პროფესიონალებს იმ მთავარი მესიჯით, თუ როგორ უნდა მოხდეს ამჟამად არსებული რესურსების და ინფორმაციის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად.