ბიბლიოთეკა მოიცავს როგორ ძველ, საარქივო მნიშვნელობის წიგნებს და პუბლიკაციებს, ასევე შესაბამისი დარგების შესახებ თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურას, რომელიც წარმოდგენილია შვიდ ენაზე: ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, უნგრული და პოლონური. ბიბლიოთეკაში დაცულია დაახლოებით 10,000 წიგნი და 8,000 სამეცნიერო ჟურნალი.
მუზეუმში წარმოდგენილ საარქივო ფოტომასალასთან ერთად, ასევე განლაგებულია საინტერესო არტეფაქტები – ლაბორატორიული ტექნიკა და ავეჯი, რომლებიც გასული საუკუნის 30-იანი წლებში არის გადმოცემული პასტერის ინსტიტუტის (საფრანგეთი) მიერ.