სამეცნიერო ლაბორატორიები
ელიავას ინსტიტუტში ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო ლაბორატორია, ელექტრონული მიკროსკოპიის ჯგუფი და ბიოლოგიური კონტროლის ჯგუფი. სამეცნიერო ლაბორატორიებს შორისაა ფაგებისა და შტამების კოლექციის ლაბორატორია, სადაც ინახება ინსტიტუტში დაცული ფაგებისა და ბაქტერიული შტამების კოლექცია.
ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების ძირითადი მიზანია ფაგური პრეპარატების შექმნა და შესწავლა, ასევე, შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარება ამ პრეპარატების პრაქტიკული გამოყენებისთვის, კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე ცხოველთა, მცენარეთა და გარემოს დასაცავად.
ინფორმაცია ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობების შესახებ – 2000-2021წწ.