გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ლაბორატორია
გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ლაბორატორია იკვლევს სამედიცინო, ვეტერინარული და აგრარული მიკრობიოლოგიის პრობლემებს. ლაბორატორია ორიენტირებულია ადამიანთა და ცხოველთა სხვადასხვა მიკრობული დაავადების მკურნალობისა და პრევენციისათვის ბაქტერიოფაგული პრეპარატების შექმნაზე. ლაბორატორიის კვლევის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს ცხოველთა ნაწლავური და ჩირქოვანი დაავადებების (მასტიტი, ენდომეტრიოზი, სალმონელოზი) გამომწვევი პათოგენების კვლევა, ასევე მცენარეთა დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები და მათ საწინააღმდეგო ფაგური პრეპარატების შექმნა. ლაბორატორია აგრეთვე მუშაობს კვების უსაფრთხოების ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის საკვები პროდუქტების მიკრობიოლოგიური კვლევა და საკვებისმიერი დაავადებების გამომწვევი პათოგენების ეპიდემიოლოგიური შესწავლა ინფექციების აფეთქებების პრევენციისთვის. ლაბორატორიის კვლევის ინტერესია ნოზოკომიალური პათოგენების კვლევა და ფაგზე დაფუძნებული სხვადასხვა მეთოდების შემუშავება ასეთი მიკრობების, განსაკუთრებით ბიოფილმების წარმომქმნელი მიკროორგანიზმების დეკონტამინაციისა და ელიმინაციისთვის. ლაბორატორია ახორცილებს მიკრობული ფერმენტების კვლევას და ამ ფერმენტებზე დაფუძნებული სამკურნალო პრეპარატების შექმნას.
თანამშრომლები
ტარასი გაბისონია – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი – t.gabisonia@pha.ge
მანანა ლოლაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი – m.loladze@pha.ge
ნათელა ჩახუნაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი
მანანა ნადირაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
თეიმურაზ ქათამაძე – ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი – t.katamadze@pha.ge
მაია ალიბეგაშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი
თამარ კალანდარიშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი
ტატიანა ელიავა – მეცნიერ-თანამშრომელი
ნათია თამარაშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი
თინათინ კუსიანი – უფროსი ლაბორანტი
ლიანა ხადურიშვილი – ლაბორანტი
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
- 2023-2026– "შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი- პროექტი FR-23-20072- ESPCAL – Salmonella ფაგების ინკაფსულირება კათიონურ ლიპოსომებში. წამყვანი ორგანიზაცია: პ.შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია. თანამონაწილე ორგანიზაცია: გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. (პროექტის ხელმძღვანელი: ბლადენ კრაჟაჩიჩი)
- 2019-2020– ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- „შინაურ ფრინველებში პათოგენური E.coli-ს გავრცელების შესწავლა და მათ საწინააღმდეგოდ სპეციფიკური ბაქტერიოფაგების შერჩევა“.(წამყვანი მეცნიერი: თ.ქათამაძე)
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
- Teimuraz Katamadze, Natia Tamarashvili*, Taras Gabisonia, Manana Loladze, Natela Chakhunashvili, Lika Leshkasheli and Sophio Lezhava- Study of the Prevalence of E. Coli in Poultry and Selection of Specific Bacteriophages. Journal of Virology Research & Reports. 2024 ISSN: 2755-0125,
- Gabisonia, T. Loladze, M. Tamarashvili, N. Chakhunashvili, N. Katamadze, T.- The Use of Bacteriophages for Decontamination of Experimentally Contaminated Chicken Breast Meat – 2021 BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES, vol. 15, no. 4, 2021 © 2021 Bull. Georg. Natl. Acad. Sci. Microbiology.