მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია
მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია ახორციელებს ბაქტერიოფაგების, მათ შორის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული თერაპიული და პროფილაქტიკური პრეპარატების შემადგენელი ფაგების მოლეკულური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლას. ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლები მონაწილეობენ მთელ რიგ სამეცნიერო პროექტებში, რომლებიც ეხება აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფას და დეტალურ დახასიათებას. ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ფაგი/ბაქტერიული უჯრედის ურთიერთქმედების მექანიზმების კვლევა, მიკრობის ლიზისზე პასუხისმგებელი გენების და მათი პროდუქტების – „ქილერული“ ფაგოსპეციფიური ცილების იდენტიფიცირება და დახასიათება. ლაბორატორიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ბაქტერიოფაგების პრეპარატების წარმოების ტექნოლოგიური სქემის სრულყოფისა და სტანდარტიზებისთვის. ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ შემუშავებულია სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის გაწმენდილი პრეპარატის წარმოების უაღრესად წარმატებული ტექნოლოგია.
თანამშრომლები
ელისაბედ ზალდასტანიშვილი– ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი – zaldastanishvili@pha.ge
ლეილა კვაჭაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი -l.kvachadze@pha.ge
ლიკა ლეშკაშელი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი / – l.leshkasheli@pha.ge
დარეჯან ბოლქვაძე – მეცნიერ-თანამშრომელი / დოქტორანტი – d.bolkvadze@pha.ge
ლია ასკილაშვილი – უფროსი ლაბორანტი – laskilashvili@pha.ge
ფიქრია გოგლიძე - უფროსი ლაბორანტი
მარინა ხუციშვილი – ლაბორანტი
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
- 2024-2025 – ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- ფაგებისა და კათიონური პეპტიდების კომბინირებული ანტიბაქტერიული ეფექტის შესწავლა.(წამყვანი მეცნიერი:ელისაბედ ზალდასტანიშვილი.)
- 2024 – ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- ინსტიტუტის კოლექციაში არსებული Raoultella-ს გვარის წარმომადგენელი შტამების საწინააღმდეგო ახალი ფაგების დეტალური დახასიათება.(წამყვანი მეცნიერი:ელისაბედ ზალდასტანიშვილი.)
- 2023-2026 “გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო” – “ფაგოთერაპიის მიმართ რეზისტენტობების წარმოქმნაში მონაწილე ფაქტორების დახასიათება”. კოლაბორაცია მიუნსტერის ვესტფალიურ უნივერსიტეტს, გერმანია (კოორდინატორი) და ლიუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტთან, ბელგია (ასოცირებული პარტნიორი). ადგილობრივი მენეჯერი – ელისაბედ ზალდასტანიშვილი.
- 2022-2024 ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი- პროექტი – “ანტიბიოტიკებისა და ფაგების სინერგიზმის და ანტაგონიზმის შესწავლა Klebsiella-ს გვარის წარმომადგენლებზე” პროექტის მენეჯერი: ე. ზალდასტანიშვილი.
- 2023- საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამა- Engineering bacteriophages to overcome host immunity”. პროექტის ხელმძღვანელი: ელისაბედ ზალდასტანიშვილი. მასპინძელი: სტენ ბროუნსი. დელფის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიო-ნანო მეცნიერებების განყოფილება, ნიდერლანდები.
- 2022-2024 "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული პროექტი -YS-22-2100 „ანტიბიოტიკებისა და ფაგების სინერგიზმის და ანტაგონიზმის შესწავლა Klebsiella-ს გვარის წარმომადგენლებზე“. შემსრულებელი ელისაბედ ზალდასტანიშვილი.
- 2022-2023 -ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- „MCR 1 გენით გამოწვეული კოლისტინ–რეზისტენტობის შესწავლა ქართველი და უცხოელი პაციენტებიდან გამოყოფილ გრამ–უარყოფით ბაქტერიებში“. (წამყვანი მეცნიერი: დ. ბოლქვაძე).
- 2022-2023 -ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- „Klebsiella spp.-ს საწინააღმდეგო აუტოფაგების დახასიათება და სისტემატიზება“. (წამყვანი მეცნიერი: ლ. ლეშკაშელი).
- 2022-2023 – ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- „ინსტიტუტის კოლექციაში არსებული Raoultella-ს გვარის წარმომადგენელი შტამების და მათზე მოქმედი ფაგის დახასიათება“. (წამყვანი მეცნიერი: ე. ზალდასტანიშვილი).
- 2022-2023 – ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია” – „ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის ერთი მიმდინარე პაციენტის შემთხვევის დეტალური ანალიზი“.( წამყვანი მეცნიერი: ე. ზალდასტანიშვილი).
- 2021-2022– “შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი”-ს ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტი – „თერაპიული პოტენციალის მქონე ბაქტერიოფაგების შერჩევა და შესწავლა Klebsilla გვარის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ“.(წამყვანი მეცნიერი: ლეილა კვაჭაძე).
- 2019-2023– „ფერინგ ფარმასეუტიკალს“- “ფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნა რეპროდუქციულ მედიცინასა და ქალთა ჯანმრთელობის სფეროში გამოყენების მიზნით”. (წამყვანი მეცნიერი: მ. ქუთათელაძე).
- 2019-2020– ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- „ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ ფაგოთერაპიის ეფექტურობის შეფასება“. (წამყვანი მეცნიერი: ნ. ბალარჯიშვილი).
- 2019-2020– ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- „MCR-1 გენით გამოწვეული ქოლისტინ რეზისტენტობის შესწავლა ქართველი და უცხოელი პაციენტებიდან გამოყოფილ გრამ–უარყოფით ბაქტერიებში“. (წამყვანი მეცნიერი: დ. ბოლქვაძე).
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
- A. Eskenazi, N. Balarjishvili ,L. Leshkasheli, L. Askilashvili, L. Kvachadze, N. Chanishvili , M. Kutateladze, M. Merabishvili , J.P.Pirnay, M. Jayankura, M. Hites, R. Lavigne , C. Lood , V. van Noort , J. Wagemans, J. Wubbolts , M. de Boer ,P.r Nibbering – Pre-adapted bacteriophage-antibiotic combination therapy in a patient with fracture-related infection due to pandrug-resistant Klebsiella pneumoniae. – NATURE COMMUNICATIONS 13, Article number: 302 (2022).
- Balarjishvili N. , Kvachadze L, Tevdoradze E, Skhirtladze N, Leshkasheli L, Bolkvadze D , Pataridze T, Meskhi T, Chakraborty R , Kutateladze M and Torok T. Significance of lysogeny for the metabolism of Desulfovibrio spp. strains isolated from aquatic environments of Georgia. Journal of Applied Microbiology, 2021pp;1-16.
- Zaldastanishvili E., Leshkasheli L, Dadiani M, Nadareishvili L , Askilashvili L, Kvatadze N, Goderdzishvili M, Kutateladze M, Balarjishvili N-Phage Therapy Experience at the Eliava Phage Therapy Center:Three Cases of Bacterial Persistence,Viruses 2021, 13,
- Corbellino, M.; Kieffer, N.; Kutateladze, M.; Balarjishvili, N.; Leshkasheli, L.; Askilashvili, L.; Tsertsvadze, G.; Rimoldi, S.G.; Nizharadze, D.; Hoyle, N.; et al. Eradication of a Multidrug-Resistant, Carbapenemase-Producing Klebsiella pneumoniae Isolate Following Oral and Intra-Rectal Therapy With a Custom Made, Lytic Bacteriophage Preparation. Clinical Infectious Diseases 2020, 70, 1998–2001, doi:10.1093/cid/ciz782.