ელიავას სახელობის ინსტიტუტის შესახებ
გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, თავის მდიდარ ტრადიციებზე დაყრდნობით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას გამოყენებით მიკრობიოლოგიასა და ბაქტერიოფაგების კვლევაში.
ჩვენი მისია:
ბაქტერიოფაგიის შესახებ უნიკალური ცოდნის გადაცემა თაობიდან თაობაში და დარგის მომავალი განვითარება; ახალი ფაგური პრეპარატების შექმნა და მათი გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა სხვადასხვა სფეროში.
ბიბლიოთეკა და მუზეუმი
ბიბლიოთეკა წარმოადგენს მიკრობიოლოგიასა და ბაქტერიოლოგიაში სამეცნიერო წიგნების, ჟურნალების და პერიოდული გამოცემების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სრულ კოლექციას. ბიბლიოთეკაში დაცულია მრავალი იშვიათი გამოცემის წიგნი და პუბლიკაცია.
ელიავას მუზეუმი მდებარეობს ელიავას სახელობის ინსტიტუტის მთავარ შენობაში. მუზეუმში წარმოდგენილია ინსტიტუტის ისტორიის და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო ფოტომასალა.